ნინო წილოსანი: როცა უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ და თამაშობდნენ, კარგები იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევამ ვერ გაამართლა. ქართველი ხალხი აღმოჩნდა რეზისტენტული იმ მუქარისა და ცეკვა-თამაშის მიმართ, რომელსაც უცხოელები საქართველოს საწინააღმდეგოდ აწარმოებდნენ
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართველი ხალხი აღმოჩნდა რეზისტენტული იმ მუქარისა და ცეკვა-თამაშის მიმართ, რომელსაც უცხოელები საქართველოს საწინააღმდეგოდ აწარმოებდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დიდ სურვილს, რომ დაიხმაროს ყველა და ყველაფერი, რათა საქართველოს წინააღმდეგ იმუშაონ.
„მაშინ, როცა უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ და თამაშობდნენ, კარგები იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევამ ვერ გაამართლა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი აღმოჩნდა რეზისტენტული იმ მუქარისა და ცეკვა-თამაშის მიმართ, რომელსაც უცხოელები საქართველოს საწინააღმდეგოდ აწარმოებდნენ.
ნიკა გვარამია რომ იმედგაცრუებულია, ამაში საკვირველი არაფერია, თუმცა აქაც კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი გახლავთ ის, რომ ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დიდ სურვილს, დაიხმაროს ყველა და ყველაფერი, რათა საქართველოს წინააღმდეგ იმუშაონ“, - აღნიშნა წილოსანმა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.





