ლევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, მითუმეტეს მოლდოვასა და უკრაინას, რომლებსაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის - ერთს, როგორც ჩანს, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის და მეორეს საერთოდ სხვა ქვეყანასთან გაერთიანების
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
საქართველო არავის ედრება, მითუმეტეს მოლდოვასა და უკრაინას, რომლებსაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის - ერთს, როგორც ჩანს, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის და მეორეს საერთოდ სხვა ქვეყანასთან გაერთიანების, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო დგას იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობას ეკადრება.
„ღიმილისმომგვრელია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან. ერთი რამ უნდა ითქვას მკაფიოდ, რომ საქართველო არავის ედრება, მითუმეტეს მოლდოვასა და უკრაინას, რომლებსაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის - ერთს, როგორც ჩანს, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის და მეორეს საერთოდ სხვა ქვეყანასთან გაერთიანების.
პერიოდულად გვიწევს ხოლმე კონკრეტული სტატისტიკის, მონაცემების მოტანა, რადგან ვხედავთ საქართველოს უსამართლო და ცილისმწამებლურ შეფასებებს. საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლის და ა.შ. მხრივ. დაე, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რეალურად სად დგას დღეს საქართველო. არსებულ ციფრებს და სტატისტიკას თუ შევხედავთ, ყველაფერი ნათელია. საქართველო დგას იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობას ეკადრება“, - აღნიშნა მახაშვილმა.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვის შურს.





