14 ოქტომბერი 2026, 15:04
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
პოლიტიკა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა.
ALDE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაფარიძე ბრიუსელში მიფრინავდა, სადაც Renew Europe-ის ლიდერების სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ამჟამად ჯაფარიძე აეროპორტის ერთ-ერთ ოთახშია მოთავსებული. მას ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ბარგი. მოსალოდნელია, რომ ხვალ ოპოზიციონერს საქართველოში გამოუშვებენ.





