ირაკლი ქადაგიშვილი: რუსულ საწვავზე ემბარგოს მოხსნის ამბავი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ომი ომად, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი მატერიალური თუ გეოპოლიტიკური ინტერესები
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ღია დადასტურება „ქართული ოცნებისთვის“ ის ფაქტია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ევროკავშირთან კოლოსალური ვაჭრობა აქვს - ასობით მილიარდი დოლარი. თემაზე კომენტარი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრობა რუსეთთან მთელ რიგ სფეროებში გრძელდება, მათ შორის კვების პროდუქტებით, სავსებით გასაგებია, რომ ეს პროპაგანდა დიდხანს ვერ ძლებს. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს თავიდანვე ცხადი და ნათელი იყო. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ვთქვით, რომ რისკენაც მოგვიწოდებდნენ - პირდაპირი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის გამანადგურებელი იქნებოდა. საწვავზე ემბარგოს მოხსნის ამბავი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ომი ომად, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი მატერიალური თუ გეოპოლიტიკური ინტერესები“, - ამბობს ქადაგიშვილი.





