06 ოქტომბერი 2026, 21:15
მარტა კოსი: ვისურვებდი, რომ საქართველო დღეს მოლდოვასა და უკრაინასთან ერთ დონეზე იყოს
პოლიტიკა

მარტა კოსი
Reuters
გაზიარება
როგორც იცით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ამის გამო ვწუხვარ - ვისურვებდი, რომ საქართველო, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვასა და უკრაინასთან ერთ დონეზე იყოს, - განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
„თუ როგორ გავაგრძელებთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობას, დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაინახავენ ამის მომავალს წევრი ქვეყნები, თუმცა ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში აისახება“, - დასძინა ევროკომისარმა.





