გიორგი გაბუნია: ძალა, რომელიც 2012 წელს ხალხმა კინწისკვრით გააგდო, ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. მათ არ აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია
საქართველოს პარლამენტი
მათ არ აქვთ არანაირი შანსი, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, შეხვდნენ და ნდობა მოიპოვონ, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
„ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ - ძალა, რომელიც 2012 წელს ხალხმა კინწისკვრით გააგდო, ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. მათ არ აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ირწმუნება, რომ სააკაშვილისთვის გამართულ მცირერიცხოვან აქციაზე იმყოფებოდა. როგორც თავად ამბობს, მივიდა პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლის დროს, ანუ მაშინ, როდესაც აქცია სრულდებოდა, თუმცა აქციაზე ყოფნის მტკიცებულება არ არის. კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მწვავე დაპირისპირების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია. სააკაშვილის გზავნილი კი ჟორჟოლიანს გიული ალასანიამ გადასცა.





