ნიკა აბრამიშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებულმა ეს ქმედება განახორციელა სრულიად უმიზეზოდ და სამეთვალყურეო კამერების დასანახად
პოლიტიკა

ნიკა აბრამიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებულმა ეს ქმედება განახორციელა სრულიად უმიზეზოდ და სამეთვალყურეო კამერების დასანახად, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ნიკა აბრამიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, როგორც N6, ისე ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესი და აღნიშნული დღეების განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
„ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, როდესაც ხდება ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის დეესკალაციის საკანში გადაყვანა და აღნიშნულ კადრებში რაიმე სახის გადაცდომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან არ იკვეთება“, - აღნიშნა ნიკა აბრამიშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადება 4 ოქტომბერს გაავრცელა.





