ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო
პოლიტიკა

ალქსანდრე რაქვიაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში. თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო. იქ „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, რადგან არა 20%, არამედ 0 უწერიაო და ა.შ., - წერს „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.
„ჰოდა, ამდენი ხანი ამომრჩეველი რომ ტყუილში აცხოვრე, „გაყალბდაო“ ყვიროდი და ვერაფერი დაამტკიცე, პროტესტის პირველი და მეორე ფაზებიო, ჯარიმებით დავღლითო, ცხელი გაზაფხულიო და ასე ტყუილი ტყუილზე და არაფერზე ბოდიში, არაფერზე მონანიება, არაფერზე აღიარება.. და რა უნდა მომხდარიყო, რეიტინგი გაიზრდებოდა?“ - წერს რაქვიაშვილი.
IRI-ის გამოკითხვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი აქვს, „ქართულ ოცნებას“ კი 36. საერთო ჯამში კი 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.





