ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალებზე: ნათლად ჩანს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების დალაგების ტენდენციები და ეს მათთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნათლად ჩანს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების დალაგების ტენდენციები და ეს მათთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია დავალებებს პირდაპირ საზღვარგარეთიდან იღებს და მათგან ფინანსდება.
„სწორედ ამიტომ აქვთ მათ გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის დონეზე თუ ამერიკაში გარკვეული პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ პოლიტიკას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ატარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისეთი ქმედებები, რომლებიც ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთხელ ვიხილეთ, პირდაპირ უკავშირდება ახლა უკვე ახალ დავალებას, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ პრეზიდენტ ტრამპს.
ნათლად ჩანს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების დალაგების ტენდენციები და ეს მათთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია. რა თქმა უნდა, ახლა ისინი ცდილობენ პრეზიდენტი ტრამპი დააკნინონ, რადგან როგორც გითხარით, ხედავენ, რომ ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის ლაგდება“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში, წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სტუმარმა, „ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარმა, გიგა ჯოხაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღია თავდასხმის, დაცინვისა და კრიტიკის ობიექტად აქციეს.
„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი წერილით მიმართა. კერძოდ, აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა.





