12 სექტემბერი 2026, 14:10
ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირების, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ.
„ერთი მხრივ, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირების, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთის ომში და მეორე მხრივ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.





