ნათია გაბოძე
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" მეტოქე დაამარცხა
პოლიტიკა

ზაზა ფაჩულია
ფოტო: facebook
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ჩიკაგო ბულს" უმასპინძლა და ანგარიშით 143:94 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 18:58 წუთი გაატარა.
ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ სროლის 100-პროცენტიანი სიზუსტე გამოავლინა, მან 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 5 ჯარიმა ჩააგდო.
მიმდინარე სეზონში ფაჩულიამ პირველად დააგროვა 11 ქულა და ასევე პირველად მიაღწია 6-პასიან ნიშნულს, რაც "ჩიკაგოსთან" მატჩში საუკეთესო მაჩვენებლია.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, ხოლო კლეი ტომსპონმა 29 ქულა.
"უორიორს" 14 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეორე ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 26 ნოემბერს შინ "ნიუ ორლეანთან" ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.





