მამუკა მდინარაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე: თუკი რამე მოხდა იმ რეგიონში, ყველაფერი დაიწყო და დამთავრდა ჩვენს შტაბთან
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: არქივი
დამანისში რამდენიმე ნასვამი ადამიანი მივარდა ჩვენს შტაბთან, მოხდა გასროლა. რატომ ხდება, რომ სულ, გამონაკლისის გარეშე, ყველა ასეთი შემთხვევა ჩვენს შტაბთან ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარეძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ხანდახან ჩვენებიც ძალიან ცუდად იქცევიან. 2-3 შეთხვევა გვქონდა, არ გავამართლებ არასდროს, მაგრამ ყველა მათგანი, უკლებლივ იწყება პროვოკაციით,, იწყება ჩვენს შტაბთან და თუკი რამე იმ რეგიონში მოხდა, ყველაფერი დაიწყო და დამთავრდა ჩვენს შტაბთან“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რამდენიმე საათის წინ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრა.





