ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ბაქრაძე: აშშ-თან შეუთანხმებელი საკითხები არ გაგვაჩნია

07.02.2020 23:06

ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და ასევე USAID-ში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ და ძლიერად დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აშშ-სგან აქვს.

არჩილ თალაკვაძე: რა მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ის იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი

07.02.2020 21:30

მისი თქმით, აშშ-ში კითხვები გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ. „ჩვენ აქ ჩამოვედით კონკრეტული გეგმით, კონკრეტული წინადადებებით, რომელიც აქ ჩამოსვლამდე ოპოზიციისთვისაც ცნობილი იყო და ჩვენ ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ.

არჩილ თალაკვაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება

07.02.2020 21:10

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება, ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში, თუ იქნება ეს დესტრუქციული ძალები, ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის მხრიდან სრული მხარდამჭერა აქვს.

ევროკავშირის ანგარიში: ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევები წარმოიქმნა

07.02.2020 18:59

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხი - ეს პუნქტი საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის 29 გვერდიან ანგარიშში მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ადგილზე არსებული ვითარება გაუარესდა.

ევროკავშირის ანგარიში: ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება

07.02.2020 18:35

სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირი

ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია

07.02.2020 17:54

საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ქვეყანამ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში

კორონავირუსი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

07.02.2020 17:33

ეკონომიკისა სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს. ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.

ლუიზა ვინტონი: მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში

07.02.2020 16:48

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ კელი დეგნანსა და მის მეუღლეს უმასპინძლეს

07.02.2020 16:34

ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცების კუთვნილი ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

07.02.2020 16:13

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისრო ავრცელებს.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს პნევმონია არ დაუდგინდათ

07.02.2020 15:25

ინფექციურ საავადყოფოში შეყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პნევმონია არ დაუდგინდათ და მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკაც დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მაია ეზუგბაიამ განუცხადა. 

ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია

07.02.2020 14:51

გენერალური პროკურორობის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატურიდან, რომელთა შორის ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია იყვნენ, საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე შეარჩია და მას დასამტკიცებულად პარლამენტს გადაუგზავნის. 

თბილისის მერია

ბარათაშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება

07.02.2020 14:40

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. 

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს

07.02.2020 12:45

გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.

სტივ შაბო: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს უფრო უნდა გავაძლიეროთ

07.02.2020 07:31

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს ურთიერთობები უფრო უნდა გავაღრმავოთ, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან სტივ შაბომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახა კუჭავასთან ​შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ფრონტერა“: 2013 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება დაიწყო

განცხადებაში წერია, რომ 2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, რაც გამოიხატა სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ყოველგვარი საბაბის გარეშე ნავთობის და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების არაერთ მცდელობაში.

10.02.2020 12:56

ზურაბ თოდუა

მიხეილ კალანდიას ადვოკატი უზენაესის მოსამართლეს გენპროკურატურაში უჩივის

სარჩელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას გულისხმობს. თოდუას განმარტებით, მან დააყენა შუამდგომლობა, სადაც ის უზენაესი სასამართლოდან მოითხოვდა მსჯავრდებული ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენს სასამართლოს სხდომის ოქმთან ერთად.

10.02.2020 12:54

ბათუმში გზების მოყინვის მიუხედავად საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს

აჭარაში დილიდან გამოიდარა, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო გზები მოიყინა. ბათუმში, ქუჩების ნაწილზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია, მიუხედავად ამისა, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს.

10.02.2020 12:53

არჩილ თალაკვაძე ადამ კინზინგერს მადლობას უხდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენს, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს მადლობას უხდის. ამის შესახებ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.

10.02.2020 12:52

სალვადორი სამხედროები

სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული სამხედროები და პოლიციელები შეიჭრნენ

სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული სამხედროები და პოლიციელები შეიჭრნენ და ჯარის აღჭურვილობის გასაუმჯობესებლად 109 მილიონი დოლარის კრედიტის აღების მხარდაჭერა მოითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

10.02.2020 12:29

ირაკლი შოთაძე

პარლამენტი მიმდინარე კვირაში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს უყრის

ოპოზიცია შოთაძეს მხარს არ უჭერს, უმრავლესობას იმედი აქვს, რომ პარლამენტი მას მთავარ პროკურორად დაამტკიცებს.

10.02.2020 10:22

შსს

პოლიციამ პეკინის გამზირზე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია.

10.02.2020 09:50

ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი: აუცილებელია საპროტესტო აქციებმა შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა

დემოკრატია არაა ადვილი და იმ დროს, როცა საპროტესტო აქციები თავისუფალ ქვეყანაში ნორმალურია, აუცილებელია, მან შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა, - ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი წერს.

10.02.2020 09:32

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილის ადგილზე ოჯახს დავუბრუნდებოდი და მსოფლიოში ვიმოგზაურებდი

ვანო მერაბიშვილი როდესაც ჩასვეს, ასეთი iPhone არ არსებობდა, მსოფლიო სხვა იყო, ამიტომ მის ადგილზე ოჯახს დავუბრუნდებოდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა კითხვაზე, უხელმძღვანელებს თუ არა მის პირად შტაბს ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

10.02.2020 09:08

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია ჩემთანაა დაკავშირებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია სწორედ მას უკავშირდება.

10.02.2020 09:00