ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ბაქრაძე: აშშ-თან შეუთანხმებელი საკითხები არ გაგვაჩნია

07.02.2020 23:06

ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და ასევე USAID-ში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ და ძლიერად დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აშშ-სგან აქვს.

არჩილ თალაკვაძე: რა მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ის იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი

07.02.2020 21:30

მისი თქმით, აშშ-ში კითხვები გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ. „ჩვენ აქ ჩამოვედით კონკრეტული გეგმით, კონკრეტული წინადადებებით, რომელიც აქ ჩამოსვლამდე ოპოზიციისთვისაც ცნობილი იყო და ჩვენ ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ.

არჩილ თალაკვაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება

07.02.2020 21:10

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება, ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში, თუ იქნება ეს დესტრუქციული ძალები, ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის მხრიდან სრული მხარდამჭერა აქვს.

ევროკავშირის ანგარიში: ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევები წარმოიქმნა

07.02.2020 18:59

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხი - ეს პუნქტი საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის 29 გვერდიან ანგარიშში მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ადგილზე არსებული ვითარება გაუარესდა.

ევროკავშირის ანგარიში: ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება

07.02.2020 18:35

სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირი

ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია

07.02.2020 17:54

საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ქვეყანამ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში

კორონავირუსი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

07.02.2020 17:33

ეკონომიკისა სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს. ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.

ლუიზა ვინტონი: მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში

07.02.2020 16:48

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ კელი დეგნანსა და მის მეუღლეს უმასპინძლეს

07.02.2020 16:34

ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცების კუთვნილი ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

07.02.2020 16:13

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისრო ავრცელებს.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს პნევმონია არ დაუდგინდათ

07.02.2020 15:25

ინფექციურ საავადყოფოში შეყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პნევმონია არ დაუდგინდათ და მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკაც დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მაია ეზუგბაიამ განუცხადა. 

ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია

07.02.2020 14:51

გენერალური პროკურორობის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატურიდან, რომელთა შორის ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია იყვნენ, საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე შეარჩია და მას დასამტკიცებულად პარლამენტს გადაუგზავნის. 

თბილისის მერია

ბარათაშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება

07.02.2020 14:40

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. 

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს

07.02.2020 12:45

გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.

სტივ შაბო: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს უფრო უნდა გავაძლიეროთ

07.02.2020 07:31

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს ურთიერთობები უფრო უნდა გავაღრმავოთ, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან სტივ შაბომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახა კუჭავასთან ​შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან

მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები. 

10.02.2020 15:06

გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას უარყოფს

„წავედი მარტო დალაი-ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ?! რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს, ყველაფერს რატომ უსმენთ?! როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის კონფლიქტი და მერე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ეს ვიღაცამ იცის და არ მივმართე პარტიას?!“, - აღნიშნა ვაშაძემ. 

10.02.2020 15:01

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი: კინზინგერის განცხადებამ ჩვენი ოპონენტების სურვილი და მიზანი გააქარწყლა

კინზინგერმა აღნიშნა, რომ პროტესტი არის ნორმალური მოვლენა, თუმცა ის უნდა იყოს მშვიდობიანი და კანონის ჩარჩოებში მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ნებისმიერი ვარიანტი, ეს იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ან სხვა ნებისმიერი საკითხი, განხილვას, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან და კონსტიტუციურ ჩარჩოებში ექვემდებარება.

10.02.2020 15:00

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია დაუსრულებელი მშენებლობების კ2-ის მოსაკრებლისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

ინიციატივის მიხედვით, დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მქონე ობიექტები გათავისულფდებიან კ2-ის მოსაკრებლის უიმედო დავალიანებისგან იმ პირობით, თუ ახალი ინვესტორი კონკრეტული დაუსრულებელი ობიექტის 2025 წლამდე დასრულებას, ექსპლუატაციაში მიღებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას შეძლებს.

10.02.2020 14:50

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი გერმანიის კანცლერის პოსტზე კენჭს არ იყრის

გერმანიის „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ქვეყნის კანცლერის პოსტზე კენჭს არ იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.

10.02.2020 13:42

გიორგი ვაშაძე: შეიძლება მაჟორიტარული კომპონენტების სიმბოლურად შენარჩუნება განვიხილოთ

მისი თქმით,  „ახალი საქართველო“ და „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია"-ს  ყველა სუბიექტი შეხვედრაზე მივა. „ჩვენთვის პრინციპულია ერთი რამ - ჩვენ მანდატებით არ ვვაჭრობთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

10.02.2020 13:27

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

სამუშაო ჯგუფი უკვე შეთანხმდა, რომ აუცილებელია საკონსულტაციო და საინფორმაციო სპეციალური ცხელი ხაზის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, ხოლო ბავშვებს და ოჯახებს შესაბამის უწყებებთან სწრაფ კომუნიკაციაში. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1-ლი ივნისიდან შევა.

10.02.2020 13:02

ავთანდილ წერეთელი

ავთანდილ წერეთლის ავადმყოფობის გამო ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის პროცესი გადაიდო

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი ავთანდილ წერეთლის გარეშე ვერ გაგრძელდება, შესაბამისად დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადადო. სხდომა 25 თებერვალს გაიმართება. ავთანდილ წერეთელი რამდენიმე დღეა საავადმყოფოში იმყოფება.

10.02.2020 13:01

გრიგოლ მანდარია: ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის

ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის.

10.02.2020 13:01

ხორავას ქუჩის საქმეზე კალანდიას ადვოკატი დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის დაკითხვას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი დღევანდელ პროცესზე 5 მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, მათ შორის დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის, რომელიც, მისივე თქმით, საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

10.02.2020 12:58

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE