ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ბაქრაძე: აშშ-თან შეუთანხმებელი საკითხები არ გაგვაჩნია

07.02.2020 23:06

ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და ასევე USAID-ში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ და ძლიერად დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აშშ-სგან აქვს.

არჩილ თალაკვაძე: რა მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ის იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი

07.02.2020 21:30

მისი თქმით, აშშ-ში კითხვები გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ. „ჩვენ აქ ჩამოვედით კონკრეტული გეგმით, კონკრეტული წინადადებებით, რომელიც აქ ჩამოსვლამდე ოპოზიციისთვისაც ცნობილი იყო და ჩვენ ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ.

არჩილ თალაკვაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება

07.02.2020 21:10

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება, ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში, თუ იქნება ეს დესტრუქციული ძალები, ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის მხრიდან სრული მხარდამჭერა აქვს.

ევროკავშირის ანგარიში: ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევები წარმოიქმნა

07.02.2020 18:59

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხი - ეს პუნქტი საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის 29 გვერდიან ანგარიშში მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ადგილზე არსებული ვითარება გაუარესდა.

ევროკავშირის ანგარიში: ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება

07.02.2020 18:35

სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირი

ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია

07.02.2020 17:54

საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ქვეყანამ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში

კორონავირუსი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

07.02.2020 17:33

ეკონომიკისა სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს. ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.

ლუიზა ვინტონი: მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში

07.02.2020 16:48

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ კელი დეგნანსა და მის მეუღლეს უმასპინძლეს

07.02.2020 16:34

ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცების კუთვნილი ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

07.02.2020 16:13

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისრო ავრცელებს.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს პნევმონია არ დაუდგინდათ

07.02.2020 15:25

ინფექციურ საავადყოფოში შეყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პნევმონია არ დაუდგინდათ და მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკაც დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მაია ეზუგბაიამ განუცხადა. 

ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია

07.02.2020 14:51

გენერალური პროკურორობის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატურიდან, რომელთა შორის ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია იყვნენ, საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე შეარჩია და მას დასამტკიცებულად პარლამენტს გადაუგზავნის. 

თბილისის მერია

ბარათაშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება

07.02.2020 14:40

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. 

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს

07.02.2020 12:45

გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.

სტივ შაბო: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს უფრო უნდა გავაძლიეროთ

07.02.2020 07:31

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს ურთიერთობები უფრო უნდა გავაღრმავოთ, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან სტივ შაბომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახა კუჭავასთან ​შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთვარე

აშშ მთვარის და მარსის ათვისების პროგრამების დაფინანსებას ზრდის

თეთრი სახლი აშშ-ის კონგრესს NASA-ს კოსმოსურ პროგრამებზე 2021 წლის ბიუჯეტში 25.2 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ Deutshce Welle წერს. 

11.02.2020 11:53

ირაკლი შოთაძე

პარლამენტი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცებაზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს

მისი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. საკითხზე მსჯელობა ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, შემდეგ კი შოთაძის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. უმრავლესობის წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ მას მხარს დაუჭერენ.

11.02.2020 11:28

გრიგოლ ვაშაძე: ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში, აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე

მისი თქმით, გიგი უგულავას დაკავება კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს და  ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდეს. “საჭიროა ერთმანეთს არ დაუყენონ კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში, აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე", - აღნიშნა ვაშაძემ.

11.02.2020 11:10

პენტაგონი

პენტაგონმა აღიარა, რომ აშშ-ის ბაზაზე ირანის შეტევის შედეგად 109 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

იანვარში ირანის მიერ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიშის შედეგად დაშავებული სამხედროების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ BBC პენტაგონზე დაყრდნობით წერს. 

11.02.2020 10:25

აბები

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

11.02.2020 10:25

გიგი უგულავა

ადვოკატი გიგი უგულავას საქმეს ევროსასამართლოში გაასაჩივრებს

გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ადვოკატმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა. ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეს ევროპულ სასამართლოში წაიღებენ და ბიძინა ივანიშვილს დიდი სამართლებრივი ფასის გადახდა მოუწევს.

10.02.2020 22:07

გიგი უგულავა

გიგი უგულავა შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში 22:00 საათზე გამოცხადდება

შსს-ს ცნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, გიორგი უგულავა დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში.

10.02.2020 21:22

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ სხვადასხვა მხარესთან საუბარს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტუაცია განვითარდეს

„გავაგრძელებთ ამ დისკუსიას, რომ ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მომავალში პროცესის გაგრძელება“. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

10.02.2020 20:52

გიგი უგულავა

გიგი უგულავა: მითხრან დრო და მივალ „მატროსოვის ციხესთან“

„მითხრან დრო და მე თვითონ მივალ „მატროსოვის ციხესთან“, რომ აქ ზედმეტ ნერვიულობას არ ჰონდეს ადგილი“,- ამ სიტყვებით გამოვიდა „ევროპული საქართველოს“ ოფისში მყოფ ჟურნალისტებთან გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა.

10.02.2020 20:15

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: მე ბავშვები ვიცი, ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები

„პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

10.02.2020 20:12