„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლეგალურად კონსულტანტების დაქირავების უფლება ქვეყანასაც და ნებისმიერ სუბიექტსაც აქვს, თუმცა, მეტი დახარჯული ფულით ქვეყანაში არსებული რეალობა ვერ დაიმალება.
14.02.2020 15:38
მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვიციანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა.
14.02.2020 14:57
მიმდინარე წლის აპრილიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში მათ საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
14.02.2020 14:28
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრჟიჩეკის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. მისივე თქმით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიალოგიც დემოკრატიის ნაწილია და არსებობს საკითხები, რომლებზეც კონსენსუსია საჭირო.
14.02.2020 14:15
ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია, დიალოგი შეიძლება, მტერთანაც გქონდეს, - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
14.02.2020 14:00
ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა VVox-ი ავრცელებს. კუნძულ ტესერას ფართობი 4100 კვადრატული მეტრია.
14.02.2020 13:28
კახეთში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი კაცი დაკბინა. ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაკა ხმალაძე ამბობს, რომ ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა.
14.02.2020 13:06
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტატია, რომელიც სააგენტო Bloomberg-მა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე გამოაქვეყნა, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
14.02.2020 12:55
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ეს დადებითი განცხადება, თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების აზრია და ხელისუფლება მზად არის ყველა მთავარ საკითხზე სასაუბროდ.
14.02.2020 12:19
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ სოფელ შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები, რომლის თვითმკვლელობასთან მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მისი მეუღლეა დაკავებული.
14.02.2020 12:01