ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 იანვარს მოათავსეს, გუშინ საღამოს გარდაიცვალა“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბუზინმა.
15.02.2020 14:20
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, კურტ ვოლკერის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას. მისივე თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის აღმოფხვრა ორივე დაპირისპირებული მხარის ინტერესში შედის.
15.02.2020 13:26
თურქეთი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მიუნხენში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
15.02.2020 13:03
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან შესაძლოა შეცვალოს სტანდარტული პროტოკოლი, რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მიერ უცხოელ ლიდერებთან აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების მოსმენას ითვალისწინებს.
15.02.2020 12:53
ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 08:09