ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ბაქრაძე: აშშ-თან შეუთანხმებელი საკითხები არ გაგვაჩნია

07.02.2020 23:06

ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და ასევე USAID-ში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ და ძლიერად დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აშშ-სგან აქვს.

არჩილ თალაკვაძე: რა მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ის იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი

07.02.2020 21:30

მისი თქმით, აშშ-ში კითხვები გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ. „ჩვენ აქ ჩამოვედით კონკრეტული გეგმით, კონკრეტული წინადადებებით, რომელიც აქ ჩამოსვლამდე ოპოზიციისთვისაც ცნობილი იყო და ჩვენ ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ.

არჩილ თალაკვაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება

07.02.2020 21:10

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება, ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში, თუ იქნება ეს დესტრუქციული ძალები, ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის მხრიდან სრული მხარდამჭერა აქვს.

ევროკავშირის ანგარიში: ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევები წარმოიქმნა

07.02.2020 18:59

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხი - ეს პუნქტი საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკავშირის 29 გვერდიან ანგარიშში მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ადგილზე არსებული ვითარება გაუარესდა.

ევროკავშირის ანგარიში: ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება

07.02.2020 18:35

სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირი

ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია

07.02.2020 17:54

საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ქვეყანამ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში

კორონავირუსი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

07.02.2020 17:33

ეკონომიკისა სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს. ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.

ლუიზა ვინტონი: მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში

07.02.2020 16:48

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ კელი დეგნანსა და მის მეუღლეს უმასპინძლეს

07.02.2020 16:34

ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცების კუთვნილი ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

07.02.2020 16:13

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისრო ავრცელებს.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს პნევმონია არ დაუდგინდათ

07.02.2020 15:25

ინფექციურ საავადყოფოში შეყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პნევმონია არ დაუდგინდათ და მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკაც დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მაია ეზუგბაიამ განუცხადა. 

ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია

07.02.2020 14:51

გენერალური პროკურორობის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატურიდან, რომელთა შორის ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია იყვნენ, საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე შეარჩია და მას დასამტკიცებულად პარლამენტს გადაუგზავნის. 

თბილისის მერია

ბარათაშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება

07.02.2020 14:40

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. 

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს

07.02.2020 12:45

გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.

სტივ შაბო: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს უფრო უნდა გავაძლიეროთ

07.02.2020 07:31

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ეს ურთიერთობები უფრო უნდა გავაღრმავოთ, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან სტივ შაბომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახა კუჭავასთან ​შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიგი უგულავა

გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. უგულავას ადვოკატის, ბექა ბასიალაიას განცხადებით, მას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. ბასილაიას თქმით, ეს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაინიშნა და დაცვის მხარეს არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

10.02.2020 08:55

ოსკარი პარაზიტი

წლის საუკეთესო ფილმი „პარაზიტი“ გახდა

ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო რეჟისორად კორეელი ბონგ ჯუნ ჰო, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „პარაზიტი“ დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ კინოაკადემიის ვებგვერდი ავრცელებს.

10.02.2020 08:40

ევროპარლამენტი

საქართველოს დელეგაცია ხვალ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს დელეგაცია ხვალ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გამართავს. საუბრის მთავარი თემა შიდა პოლიტიკური საკითხები იქნება. ვიზიტის მიზანია ასევე პარტნიორ ევროპულ პარტიებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

10.02.2020 08:35

კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 908-ს მიაღწია

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 908-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

10.02.2020 08:27

ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი: აუცილებელია საქართველოში ყველა პარტია კომპრომისზე წავიდეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

10.02.2020 08:16

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: 100/50 მოდელის პირობებში ვერცერთი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ასეთი სისტემა რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ციფრების სხვა გადანაწილებით კი მსხვილი საარჩევნო ოლქები ნაკლები მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი. 

10.02.2020 00:04

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხილება ადრე პოლიტიკურად არასწორი იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხილება ადრე „პოლიტიკურად არასწორი იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ „რაღაც თვალსაზრისით ხელი გაუწოდა, თუმც პასუხიად მიიღო დედის გინება“.

10.02.2020 00:02

ოთარ კახიძე სააკაშვილის შტაბზე: არსად მისვლა პრობლემა არ არის, ამაში შემაშფოთებელი არაფერია

ოთარ კახიძის განცხადებით, არსად მისვლა პრობლემა არ არის და ამაში შემაშფოთებელი არაფერია. მთავარია ხელისუფლების წინააღმდეგ ეს კოორდინაცია გაგრძელდეს. ასე გამოეხმაურა ოთარ კახიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შტაბის შესახებ დასმულ შეკითხვას.

10.02.2020 00:00

ოთარ კახიძე: ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქუჩის საპროტესტო აქციები

წამყვანის შეკითხვაზე შეიძლება ითქვას თუ არა ოპოზიციის შეთავაზება მეხუთე რაუნდის დროს ხელისუფლების მიმართ იქნება 130/20-ზე ოთარ კახიძემ უპასუხა: „არ  მინდა დავასახელო კონკრეტული რაოდენობა დეპუტატების, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივად მიიღებს“, - განაცხადა კახიძემ. 

09.02.2020 23:58

აბასთუმანი

რა ეტაპზეა აბასთუმნის რეაბილიტაცია

დასამტკიცებლად მზად არის აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის შედგენისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა დაბა იქნება, მავნე გამონაბოლქვის გარეშე. მასშტაბური პროექტი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.

09.02.2020 22:02