ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცების კუთვნილი ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

07 თებერვალი 2020, 16:13 / სანდო წყარო

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთი ადამიანი დააკავა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები.

პ.გ.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან.

პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პ.გ. 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2010 წლის 5 ივნისს პ.გ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა-შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი.

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

კორონავირუსი

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 იანვარს მოათავსეს, გუშინ საღამოს გარდაიცვალა“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბუზინმა.

15.02.2020 14:20

კურტ ვოლკერი

კურტ ვოლკერი: საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, კურტ ვოლკერის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას. მისივე თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის აღმოფხვრა ორივე დაპირისპირებული მხარის ინტერესში შედის.

15.02.2020 13:26

მევლუთ ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ

თურქეთი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მიუნხენში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

15.02.2020 13:03

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა შესაძლოა უცხოელ ლიდერებთან მის საუბრებზე წვდომა შეზღუდოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან შესაძლოა შეცვალოს სტანდარტული პროტოკოლი, რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მიერ უცხოელ ლიდერებთან აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების მოსმენას ითვალისწინებს.

15.02.2020 12:53

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.

15.02.2020 08:09

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ მეტ ფულს დახარჯავს, ეს ქვეყანაში არსებულ რეალობას დამალავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლეგალურად კონსულტანტების დაქირავების უფლება ქვეყანასაც და ნებისმიერ სუბიექტსაც აქვს, თუმცა, მეტი დახარჯული ფულით ქვეყანაში არსებული რეალობა ვერ დაიმალება.

14.02.2020 15:38