ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, სადაც 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა. ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

11.02.2020 21:04

ილიას ზუროსი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. 20 და 23 თებერვალს, საქართველოს ნაკრები შვეიცარიისა და სერბეთის ეროვნულ გუნდებს შეხვდება.

11.02.2020 17:09

ესპანეთი-საქართველო რაგბი

„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა. მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.

09.02.2020 17:35

საქართველო-ხორვატია

საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა

ესპანეთში მიმდინარე ოთხთა ტურნირის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ანგარიშით 3-2 მოუგეს. დუბლი „საბურთალოს“ ფეხბურთელმა გიორგი გვიშიანმა შეასრულა. ერთი გოლი კი ამავე კლუბის ფეხბურთელმა გიზი მამაგეიშვილმა გაიტანა. 

09.02.2020 16:20

გროლე

ქართველი მორაგბის ხსოვნის პატივსაცემად „გროლემ“ მაისური წარადგინა, რომელზეც ბორჯღალი და ქართული წარწერაა გამოსახული

ავტოავარიაში დაღუპული ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას ფრანგულმა კლუბმა პატივი მიაგო. „გროლემ“ ახალი ფორმა წარმოადგინა, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული და ქართულად აწერია: „ძალა ერთობაშია“. ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ გუნდი სეზონის ბოლომდე ამ მაისურით ითამაშებს. 

08.02.2020 18:00

ლიონელ მესი

ლიონელ მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებადი ფეხბურთელების სიაში ლიდერობს. ახალი რეიტინგი ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

08.02.2020 12:48

მიხეილ ჩხენკელი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ

მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

07.02.2020 20:18

ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. განსაკუთრებული სიახლე არც ერთ წონით კატეგორიაში არ არის და მთავარმა მწვრთნელებმა რომში გასამართი პრესტიჟული ტურნირის განაცხადში ყველა უძლიერესი სპორტსმენი შეიყვანეს.

07.02.2020 16:43

ფაბიო მანინო: ქუთაისის „ტორპედო“ გადარჩა

გუნდის ახალი პრეზიდენტის, ფაბიო მანინოს თქმით, ახალი მეპატრონე დაფარავს იმ დავალიანებებს, რომელიც კლუბს ფეხბურთელებისა და ბანკის მიმართ აქვს.

07.02.2020 11:11

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE