ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტარები ჯანდაცვის მინისტრს დაუსვამენ შეკითხვებს კორონავირუსის შესახებ, ასევე, ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების მიმდინარეობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

05.02.2020 08:07

ზვავი

სტეფანწმინდაში ზვავში მოყოლილი ავტომობილის მძღოლი თბილისში გადმოიყვანეს

სტეფანწმინდაში ზვავში მოყოლილი ავტომობილის მძღოლი, საქართველოს მოქალაქე ზურაბ აფციაური, თბილისში გადმოიყვანეს. გუდაურის გადაუდებელი მედიცინის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა, კლინიკაში საქართველოს მოქალაქე, ზურაბ აფციაური შეიყვანა, რომელიც, მისი თქმით, ზვავში მოყვა.

05.02.2020 01:34

ზვავი

სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 23 წლის გოგო დაშავდა

კობი-სტეფანწმინდის გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული სომხეთის მოქალაქე, 23 წლის მარინა ხაჩატურიანია. ის მანქანიდან გადავარდა და ზვავში მოყვა.

05.02.2020 00:44

ავარია

სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ქალი რუსეთის მოქალაქეა

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით,  თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. მაშველებმა ხევიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს.

04.02.2020 22:18

ზვავი

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო კალა-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 171-198-ე (კალა-ლასდილის მონაკვეთზე) კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

04.02.2020 21:47

გაერო

Unicef: საქართველოს მთავრობამ 2019 წელს ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი

გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია: 2009 - 11.5%; 2011 – 9.4 %; 2013 – 6 %; 2015 – 2.5 %; 2017 – 6.8 %.

04.02.2020 20:55

ზვავი

კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, არის მსხვერპლი

კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე უბედური შემთხვევა მოხდა, ჩამოწვა ზვავი და მანქანა ხევში გადააგდო. ვრცელდება ინფორმაცია 1 ადამიანის დაღუპვის შესახებ, 1 ადამიანი კი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. 1 მგზავრის სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

04.02.2020 20:39

ბაღდათი ხანძარი

ნინო ლომჯარია: წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე

სახალხო დამცველი ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს.

04.02.2020 20:15

გზის გადაკეტვა

5-6 თებერვლის ვაზისუბნის დასახლებაში გარკვეულ მონაკვეთზე გზა გადაიკეტება

ვაზისუბნის დასახლებაში, მთისძირისა და თ. დავითაიას ქუჩების დამაკავშირებელ ახალ გზაზე საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები იგეგმება, რის გამოც ამ მონაკვეთზე, 5 თებერვლის 10:00 საათიდან 6 თებერვლის 03:00 საათამდე გადაიკეტება გზა.

04.02.2020 19:55

ენგურის ხიდი

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურსა და ფსოუზე შეზღუდვები დააწესა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტ ენგურსა და ფსოუზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო სანიტარიულ სამსახურში გამართულ სპეციალურ თათბირზე იმსჯელეს.

04.02.2020 19:54

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE