ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე ტიკარაძე: 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება, ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება, ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტი.

05.02.2020 18:49

დიმიტრი ხუნდაძე: მექნება მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ გადამოწმების პერიოდში ოჯახებს გასაცემელი არ შეუჩერდეთ 

დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ისაუბრა, - „მექნება კომიტეტის შემოთავაზება და მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ გადამოწმების პერიოდში გასაცემელი არ შეუჩერდეს ოჯახებს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი გადამოწმების შემდეგ მათ მოეხსნებათ სოციალური დახმარება, ეს თანხა დარჩეს მიმღების სასარგებლოდ და ტვირთი აიღოს სახელმწიფომ".

05.02.2020 17:30

საქართველოში განათლების რეფორმის განსახორციელებლად USAID-მა 7 მილიონი დოლარის პროექტი დაიწყო

USAID-ის ახალი პროექტი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 2024 წლისათვის საჯარო სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემო ჩამოყალიბდება და გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები. 

05.02.2020 16:50

ეკატერინე ტიკარაძე: აუცილებელია არსებობდეს სტრატეგია, რომელიც მედიკამენტების ფასებზე, ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე იქნება გათვლილი

„ხარისხის კომპონენტში აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

05.02.2020 16:07

1-ლი ივლისიდან 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სახელმწიფო პენსია გაიზრდება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების მხარდაჭერისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა. სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ბენეფიტები.

05.02.2020 15:59

ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ძირეულ რეფორმას

მინისტრმა, პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად მიმდინარეობს 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაიწყება მათი აღჭურვა.

05.02.2020 15:40

თბილისის მერია

ჭავჭავაძის გამზირზე ვანდალიზმის გამო თბილისის მერიას რამდენიმე ათასი ლარის ზარალი მიადგა

ჭავჭავაძის გამზირზე ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ტროტუარებზე დამონტაჟებული ე.წ. დგარები დაზიანებულია. კალაძის თქმით, სულ დაზიანებულია 31 ერთეული პოლიმერიული მასალისგან დამზადებული დგარი.

05.02.2020 12:21

გიორგი აბუთიძე

კახა კალაძემ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი წარადგინა

თბილისი მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გიორგი აბუთიძე წარადგინა. აბუთიძე აქამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

05.02.2020 12:03

კახა კალაძე: ავტომბრბოლელებს ქუჩებში რბოლის ნაცვლად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას შევთავაზებთ

თბილისის მერია საავტომობილო სპორტის ფედერაციას 91,642 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს საჩუქრად გადასცემს, სადაც ფედერაცია შეძლებს სხვადასხვა მულტიფუნქციური პროექტის განხორციელებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

05.02.2020 11:57

ჩინეთიდან დაბრუნებულმა ორმა პაციენტმა ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულმა კიდევ ორმა პაციენტმა მიმართა. ისინი კლინიკაში საკუთარი ინიციატივით, მას შემდეგ მივიდნენ, რაც ტემპერატურა აღენიშნათ.

05.02.2020 08:58

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE