ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
წვიმა

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დღეიდან ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიწევს, მაღალ მთაში კი მოთოვს, რაც ცალკეულ რეგიონებში ზვავსაშიშროებას წარმოქმნის.

07.02.2020 09:43

ჩინეთი ვირუსი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე დახმარებას ითხოვს

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთში იმყოფება, დახმარებას ითხოვს. ისინი ქალაქ იანგჯოუში არიან და ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

07.02.2020 09:21

ლუგარის ლაბორატორიამ ინფექციურში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურა

ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ. ჩინეთის მოქალაქეს, რომელმაც საავადმყოფოს დღეს მიმართა, B ტიპის ვირუსი დაუდგინდა. 

06.02.2020 22:33

თენგიზ ცერცვაძე: პირველადი გამოკვლევებით ვვარაუდობთ, რომ კლინიკაში მოთავსებულ ჩინელ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდება

როგორც imedi.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, ჩინელმა მამაკაცმა პეკინი 27 იანვარს დატოვა, შემდეგ 2 დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ გუდაურში და 2 დღე ბაკურიანში.

06.02.2020 19:37

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა

სოციალურად დაუცველებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვეტერანებს და ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, მედიკამენტების მიღება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

06.02.2020 18:05

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

06.02.2020 17:56

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს

საქართველოს მოქალაქემ კლინიკას თავად მიაკითხა. ის შანხაიდან სამი დღის წინ დაბრუნდა. ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში  ტემპერატურის მცირედი მატება აღენიშნება. ახალგაზრდა ქალს ახლა გამოკვლევები უტარდება. საბოლოო პასუხი - არის თუ არა პაციენტი კორონავისურით ინფიცირებული ხვალ გახდება ცნობილი.

06.02.2020 16:29

რეაბილიტაცია

GWP 7 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

კომპანია, ხვალ ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოს გეგმავს, რის გამოც 7 თებერვლის ღამის 23:00 საათიდან - 8 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩას, ფალიაშვილის  ნაწილს, აბაშიძის, ყიფ-შიძის, მოსაშ-ვილის, ბერძენიშვილი-სა და მიმდებარე ქუჩებს.

06.02.2020 15:40

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, მუზეუმის რეაბილიტაცია მოხდება ისე, რომ ყველაფერს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდეს. 

06.02.2020 13:43

მთის კანონი

მთის ფონდიდან სხვადასხვა მიმართულების პროექტებს 20 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, ხოლო მეორე 10 მილიონი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს მოხმარდება.

06.02.2020 13:04