ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

NCDC: ჩინეთიდან წერილების და ამანათების მიღება უსაფრთხოა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის მიუხედავად, ჩინეთიდან მანათებისა და წერილების მიღება უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრმა Facebook-ზე გაავრცელა. საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ.

09.02.2020 21:05

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციებით ისარგებლონ. 

09.02.2020 17:06

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

09.02.2020 16:50

უხანი

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფრენების აკრძალვის გამო ჩინეთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, თბილისში დაბრუნდნენ

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთი ადგილობრივი დროით 23:50 საათზე დუბაის გავლით დატოვეს და თბილისში უკვე ჩამოვიდნენ. ეკონომიკის სამინისტროს დავალებით, მათი ტრანსპორტირება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უზრუნველყო.

09.02.2020 16:35

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტის 61 ერთეული მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთანი აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სოფლების, დაბების და ადმინისტრაციული ცენტრების დამაკავშირებელი გზები მოინახულა და გზების წმენდის პროცესს დაესწრო.

09.02.2020 15:50

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე ავტომობილი შუამთასთან გზის გახსნას ელოდება

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე საათია, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა შეიზღუდა. არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე მანქანა ამ დრომდე შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული და გზის გახსნას დილიდან ელოდება.

09.02.2020 13:34

მეტრომ მუშაობა განაახლა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორის მოადგილის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომებისა და დამატებითი გართულების თავიდან აცილების მიზნით საბურთალოს ხაზს დროებით შეუწყდა ძაბვის მიწოდება, პრობლემა დროულად აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც ადგილზე სახანძრო სამსახური გამოიძახეს და ამ დროისთვის მეტრო მუშაობას ჩეულ რეჟიმში განაგრძობს.

09.02.2020 12:15

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ1-კმ17.5 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

09.02.2020 10:50

ქარი

ძლიერი ქარის გამო 112-ში საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა

ბოლო 24 საათში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა.

09.02.2020 10:40

თბილისის მეტრო

მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. როგორც imedinews-ს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, შეფერხება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

09.02.2020 10:30