ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს

სამი პაციენტი, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს, ამ ეტაპზე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ამის შესახებ მედიასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისი სინჯები გერმანიის ლაბორატორიაშია გადაგზავბნილი.

03.02.2020 12:55

ვებსტერის უნივერსიტეტი

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი „ვებსტერი“ საქართველოში შემოდის

„ვებსტერი“ (Webster University), რეგიონში პირველ კამპუსს საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნის, სადაც ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი  (BTU) მდებარეობს.

03.02.2020 12:23

ლუგარის ლაბორატორიის კვლევით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ

გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის ორ მოქალაქეს H1N1 გრიპი დაუდგინდა. დანარჩენ ორს კი ვირუსი საერთოდ არ აღმოაჩნდა. მისი განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით, ამ მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

31.01.2020 14:21

ჩინეთის ორი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით მოათავსეს

6-7 წლის ბავშვებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. რაც შეეხება მათ თანმხლებ 7 ადამიანს, მათ ექიმები სახლის პირობებში დააკვირდებიან, რადგან ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

30.01.2020 17:38

ყაზბეგიდან თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში ჩინელი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავთ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინეთის 9 მოქალაქე სასწრაფო დახმარების მანქანებით გადმოჰყავთ, რომელთა შორისაც ორი ბავშვიც არის. რამდენიმე მათგანს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. 

30.01.2020 17:23

გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემა მზადაა, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში გამოწვევას ეფექტიანად უპასუხოს

პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.

30.01.2020 10:51

მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

29.01.2020 15:35

10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, შშმ პირთათვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება.

29.01.2020 13:38

დედაქალაქის მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში არსებული მომსახურებების მიღება დღეიდან ყველა რაონშია შესაძლებელი

თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, შესაძლებლობა ექნებათ, ყველა რაიონში მომსახურების ის სერვისი მიიღონ, რომელსაც აქამდე დედაქალაქის მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში იღებდნენ.

29.01.2020 13:05

გამყრელიძე არ ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი ამ ეტაპზე ითვლება ლოკალურ საფრთხედ და საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანაა.

28.01.2020 14:40

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE