23 იანვარი 2020, 19:54 / სანდო წყარო
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დღის ქრონიკაში“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი ფრენები არ აქვს, რაც ჩვენს ქვეყანაში დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს.
„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უხანთან. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფრენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, რადგან ჩაიკეტა უხანი“, - განაცხადა იმნაძემ.
მან კორონავირუსის ტექნიკური მხარეც განმარტა და ახსნა, რომ ამ ტიპის დაავადებები ადამიანსაც და ცხოველებსაც აქვთ. იმ შემთხვევაში თუ ცხოველის ვირუსის ფორმა ადამიანზე გადადის, ის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. იმნაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რომელი ცხოველის კორონავირუსმა გამოიწვია ახალი ვირუსის გავრცელება ჩინეთში.
მისი განმარტებით, ვირუსს ჩვეულებრივი მძიმედ მიმდინარე რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვსს, მისგან დამცავი ვაქცინა კი ამ ეტაპზე არ არსებობს. იმნაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უხანში იყვნენ და გაციების სიმპტომები აქვთ, ახალი ვირუსის გამოსარიცხად ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.
იმნაძე ზუგდიდში 22 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიის სპეკულაციისთვის გამოყენება მიუღებელია.
„დასავლეთ საქართველოში საზიზღარი ჭორები აგორდა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა საქართველოში, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. უკვე დადასტურებულია, რომ ეს იყო B ტიპის გრიპის ვირუსი. სამწუხაროდ, გავრცელდა ძალიან უსინდისო ტყუილები, თითქოს ეს დაკავშირებული იყო კორონავირუსთან. არანაირი კავშირი არც ჩინეთთან, არც უხანთან არ ყოფილა. ტრაგედიის გამოყენება არ შეიძლება სპეკულაციისთვის“, - განაცხადა იმნაძემ.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
07.02.2020 12:35
07.02.2020 09:21
04.02.2020 19:54
04.02.2020 14:41
04.02.2020 11:53
03.02.2020 12:55
20.01.2020 17:41