ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეფასდა

07 თებერვალი 2020, 18:20 / სანდო წყარო

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში მოხვდა 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

დოკუმენტში ასევე საუბარია უწყების მიერ მიღწეულ პროგრესსა და განსახორციელებელ რეფორმებზე. ყოველწლიურ ანგარიშში ხაზგასმულია სამართალდაცვით სფეროში საქართველოს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპოლთან, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მძიმე და ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულების აღმოფხვრის მიზნით პოლიციის ატაშეების გაგზავნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უვიზო მიმოსვლის კუთხით, საქართველო პროაქტიულად აგრძელებს თავისი მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასა და თავშესაფრის მოთხოვნასთან ბრძოლის მიმართულებით საჭირო ზომების მიღებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ თემაზე ერთობლივად, აქტიურად მუშაობენ.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი გახდა.

ასევე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე მუშაობა.

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში აღინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საზღვრის მართვის საკითხებში თანამშრომლების გადამზადების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით პოლიციის აკადემიის სასწავლო პროგრამების დახვეწა.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საფუძველზე პოლიციისთვის მიმართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.

ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2017-დან 2018 წლამდე 75%-ით გაიზარდა პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდენების რაოდენობა.

ანგარიშში დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციების, ასევე, ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას გულისხმობს.

დოკუმენტის თანახმად, გაფართოვდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის რეფორმის არეალი, გაუმჯობესდა ცენტრალიზებული ანალიტიკური საქმიანობა. ასევე, დადებითადაა შეფასებული სამინისტროს მიერ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა.

ევროკავშირის წლევანდელი ყოველწლიური ანგარიში, 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, უკვე რიგით მეოთხე ოფიციალური სამუშაო დოკუმენტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგი მომდევნო წლებისთვის განახლდება.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

16.02.2020 15:33

დიმიტრი ხუნდაძე

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში დახმარება აღარ შეუწყდებათ

14.02.2020 14:28

ცოფიანი ძაღლი

კახეთში ცოფით დაინფიცირებული ძაღლის მიერ დაკბენილი კაცი აცრაზე უარს ამბობს

14.02.2020 13:06

საპროტესტო აქცია ზუგდიდი

სოფელ შამგონაში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ზუგდიდის სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

14.02.2020 12:01

ინფექციური საავადმყოფო

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ახალგაზრდა კაცს ვირუსის ნიშნები არ აქვს

14.02.2020 11:44

ონკანი წყალი

წყალმომარაგების კომპანიები ყინვებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავენ

11.02.2020 14:12

ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან

10.02.2020 15:06

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE