ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

07 თებერვალი 2020, 17:33 / სანდო წყარო

კორონავირუსი

ეკონომიკის სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს. უწყების ინფორმაციით, ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ იანგჯოუში იმყოფება, ფრენების გაუქმების გამო ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია, ჯამში კი ვირუსის 31 161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

კორონავირუსი

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 იანვარს მოათავსეს, გუშინ საღამოს გარდაიცვალა“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბუზინმა.

15.02.2020 14:20

კურტ ვოლკერი

კურტ ვოლკერი: საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, კურტ ვოლკერის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას. მისივე თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის აღმოფხვრა ორივე დაპირისპირებული მხარის ინტერესში შედის.

15.02.2020 13:26

მევლუთ ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ

თურქეთი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მიუნხენში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

15.02.2020 13:03

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა შესაძლოა უცხოელ ლიდერებთან მის საუბრებზე წვდომა შეზღუდოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან შესაძლოა შეცვალოს სტანდარტული პროტოკოლი, რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მიერ უცხოელ ლიდერებთან აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების მოსმენას ითვალისწინებს.

15.02.2020 12:53

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.

15.02.2020 08:09

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ მეტ ფულს დახარჯავს, ეს ქვეყანაში არსებულ რეალობას დამალავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლეგალურად კონსულტანტების დაქირავების უფლება ქვეყანასაც და ნებისმიერ სუბიექტსაც აქვს, თუმცა, მეტი დახარჯული ფულით ქვეყანაში არსებული რეალობა ვერ დაიმალება.

14.02.2020 15:38

მსგავსი სიახლეები

ინფექციური საავადმყოფო

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ახალგაზრდა კაცს ვირუსის ნიშნები არ აქვს

14.02.2020 11:44

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, უხანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

28.01.2020 12:28

დიმიტრი ხუნდაძე

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში დახმარება აღარ შეუწყდებათ

14.02.2020 14:28

ცოფიანი ძაღლი

კახეთში ცოფით დაინფიცირებული ძაღლის მიერ დაკბენილი კაცი აცრაზე უარს ამბობს

14.02.2020 13:06

საპროტესტო აქცია ზუგდიდი

სოფელ შამგონაში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ზუგდიდის სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

14.02.2020 12:01

ონკანი წყალი

წყალმომარაგების კომპანიები ყინვებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავენ

11.02.2020 14:12

ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან

10.02.2020 15:06