ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

06 თებერვალი 2020, 13:43 / სანდო წყარო

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს, რომელთა შორის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციაა. სამუშაოები ორ წელს გაგრძელდება და მისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, მუზეუმის რეაბილიტაცია მოხდება ისე, რომ ყველაფერს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდეს. 

„აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თავისი ისტორიითა და მასში დაცული ექსპონატებით ერთ-ერთი განსაკუთრებული შენობაა. მუზეუმი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, საძირკველი მთლიანად წყალშია და არსებობს რისკი, რომ ჩამოიშალოს. გამოინახა შესაბამისი თანხები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდეს. შეიძლება მასშტაბი დიდი არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველა დეტალს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდეს. სამუშაოებს დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ასევე, დაიწყება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობის რეაბილიტაცია. ეს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. მერის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოხდება მთლიანად შენობის გამაგრება, ჩატარდება კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 25 მილიონი ლარია. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს მტკვრის სანაპიროების რეაბილიტაციის პროექტსაც, რომლის მსგავსიც ჯერ დედაქალაქში არ განხორციელებულა.

„მსგავსი პროექტი დედაქალაქში არ განხორციელებულა, რომლის ფარგლებში, მოხდება დედაენის ბაღის კიდევ უფრო მიახლოება მტკვრის კალაპოტთან. მოიხსნება ჯებირები, მოეწყობა ქვის კიბეები. იქ არსებული მწვანე სივრცე სრულად ადაპტირდება მტკვრის კალაპოტთან. პროექტი უკვე ჩაბარებული გვაქვს და დაახლოებით, ერთ თვეში  სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლს, ე.წ. კადეტთა კორპუსს. 

„ეს სახლი ორი ფლიგელისგან შედგება და რთულ მდგომარეობაშია. ეს არის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა და მისი ნახევარი თითქმის ჩამონგრევის პირასაა. მასში დაახლოებით, 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი უკვე გაყვანილია დროებით საცხოვრებლებში, ნაწილი კი ისევ ცხოვრობს. აქაც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი და რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ამასთან, მერის მოადგილის თქმით, თბილისის განვითარების ფონდი განაგრძობს პროექტების განვითარებას, რომელიც დედაქალაქში ერთიან ტურისტულ მარშრუტს შექმნის. ესენია დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. 

„როგორც იცით, გასულ წელს დავასრულეთ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების სრული რეაბილიტაცია. 9 მარტისა და დედაენის ბაღები სწორედ ამ ხიდების მიმდებარედ არის განთავსებული. გასულ წელს ამ ორი ბაღის ერთმანეთთან გვირაბით დაკავშირება მოხდა და ერთიან სივრცედ აღიქმება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ბაღების რეაბილიტაციით, დამატებითი ტურისტული მარშრუტი იკვრება. ორივე ბაღის ფართობი, დაახლოებით, 40 000 კვადრატული მეტრია. გარდა დენდროლოგიისა, მოხდება სკეიტპარკების სრული რეაბილიტაცია. ასევე, მოვაჭრეების დახლები ერთიან სივრცეში მოეწყობა. სამუშაოებს დაახლოებით, 17 მილიონი ლარი დასჭირდება და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება გუდიაშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიას, მერის მოადგილის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. 

„სამუშაოებს მიმდინარე წლის ზაფხულში დავიწყებთ, რა დროსაც რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე 22 შენობა-ნაგებობაა, რომელთაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს 20 შენობა ატარებს. პროექტი მზად გვაქვს და 2022 წლის დასაწყისში სამუშაოები სრულად იქნება დამთავრებული“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

რეაბილიტაცია

GWP 7 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

06.02.2020 15:40

დიღმის ჭალები

მიმდინარე წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება

06.02.2020 12:31

გაერო

Unicef: საქართველოს მთავრობამ 2019 წელს ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი

04.02.2020 20:55

ზვავი

კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, არის მსხვერპლი

04.02.2020 20:39

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

23.01.2020 19:54

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება

22.01.2020 12:18

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

16.02.2020 15:33