ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიმდინარე წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება

06 თებერვალი 2020, 12:31 / სანდო წყარო

დიღმის ჭალები

დიღმის ჭალების ძველი პროექტის
მაკეტი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მწვანე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შექმნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია შედის. 

მწვანე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს თემქის ხევის რეაბილიტაცია დაიწყება, რომლის ღირებულებაც 43 000 000 ლარია. სამუშაოები 22 ჰექტარ ტერიტორიაზე წარიმართება. 

„მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ე.წ. თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იქნება, რომელიც ძალიან ბევრ უბანს აერთიანებს, სადაც დაახლოებით, 40 000 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ამბიციაა, რომ  ეს პროექტი არამხოლოდ საუბნო პარკად იქცეს, არამედ მას საქალაქო მნიშვნელობა ჰქონდეს. პროექტის განხორციელება მწვანე ლანდშაფტური ინფრასტრუქტურის კუთხით, დაახლოებით, 22 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებასთან არის დაკავშირებული. პარკში მოეწყობა გადასასვლელი ხიდები, რომელიც დააკავშირებს ზღვის უბნის ორ ნაწილს. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ხიდები, კაფეები, სპორტული მოედნები, ორი ხელოვნური ტბა. ასევე, გვაქვს გარკვეული გეგმები, რომელიც პარკს ტურისტულად მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციაც შედის. რეაბილიტაცია დაახლოებით, 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება. სამუშაოები, რომლის ღირებულება საერთო ჯამში, 30 000 000 ლარია, პარკის რეაბილიტაციის გარდა, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადის და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

„ვაკის პარკი ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელია. შესაბამისად, მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობით. ჩვენთვის ცნობილი ნაწილის რეაბილიტაციის გარდა, ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის შესაბამის ბილიკებს მოვაწყობთ, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან დააკავშირებს. პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და ვფიქრობთ, რომ განახლებულ, ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც ყველა მოქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ასევე, გვექნება შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად, ხელუხლებელ ურბანულ ტყესთან გვქონდეს წვდომა, რომელიც ვაკის პარკს კუს ტბასთან აკავშირებს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ. 

მისივე ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში ჩართული იყვნენ ბრიტანელი ექსპერტები, რომელთაც მწვანე ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლების რეაბილიტაციის და დაპროექტების დიდი გამოცდილება აქვთ. 

„რეაბილიტაციის დროს, ვაკის პარკის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კასკადია, რომელიც ბევრ ჩვენგანს აღარ ახსოვს - კასკადი, რომელიც მთლიანად ამორტიზებულია და დღეს პრაქტიკულად, გამორთულია. ძალიან მალე კასკადი იმ სახით აღდგება, როგორიც 1980-იანი წლებიდან გვახსოვს. ასევე, მოეწყობა სპეციალური რეზერვუარი, რომელიც პარკს წყლის ფუნქციონირების ორ საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14  836 147 ლარია. 

„რეკრეაციული სივრცე, რომელიც მდინარის პირას არის შექმნილი, თითოეულ ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. დიღმის ჭალების პროექტი, რომელიც გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, უკვე მომზადებულია. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში იწარმოებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელია. ტერიტორიის განახლებისა და პარკის მოწყობის შემთხვევაში, გვექნება უნიკალური სივრცე, რომელიც პრაქტიკულად, მტკვრის ორ მხარეს დააკავშირებს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მტკვარში არის კუნძული და გადაშენების პირას მყოფი სახეობა - წავი ბინადრობს. ტურისტული მნიშვნელობისთვის და მათ შორის, ქალაქის ურბანული ეკოსისტემის შენარჩუნების კუთხით, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მერის მოადგილემ. 

მისივე თქმით, პარკი, როგორც სპორტულ, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს. დიღმის ჭალებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება. 

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ვარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი ახალი სკვერი მოეწყობა

06.02.2020 12:42

თბილისის მერია

ჭავჭავაძის გამზირზე ვანდალიზმის გამო თბილისის მერიას რამდენიმე ათასი ლარის ზარალი მიადგა

05.02.2020 12:21

გიორგი აბუთიძე

კახა კალაძემ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი წარადგინა

05.02.2020 12:03

კახა კალაძე: ავტომბრბოლელებს ქუჩებში რბოლის ნაცვლად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას შევთავაზებთ

05.02.2020 11:57

ვებსტერის უნივერსიტეტი

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი „ვებსტერი“ საქართველოში შემოდის

03.02.2020 12:23

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება

22.01.2020 12:18

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

16.02.2020 15:33