ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფო კილაძე: ბავშვის უფლებების დასაცავად საქართველოში ორი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება

05 თებერვალი 2020, 21:11 / სანდო წყარო

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლა შეაჯამა და სამინისტროსთან ერთად განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„მინდა უმნიშვნელოვანეს საკითხს შევეხო, როგორიცაა ბავშვების დაცვა. გუშინ მომხდარი ტრაგედიის საფუძველზე მედიაში გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა და დაისვა კითხვა, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვები? შემიძლია ორ მნიშვნელოვან რეფორმაზე გესაუბროთ, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ; პირველი არის სოციალური მუშაკები და ეს ინსტიტუტი ფუნდამენტალურია სწორედ ბავშვების დაცვისთვის და მათზე ზრუნვისთვის. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ბავშვის უფლებათა კოდექსი. ჩვენ ძალიან მალე, 2020 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში გვექნება ერთეულები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვებზე“, - აღნიშნა კილაძემ. 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა.

„საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ბევრი ნაბიჯი, რომელიც იდგმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, წარმატებული იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი რეალურად ემსახურება იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ და მეორეს მხრივ, სამინისტროს აქვს სისტემური ხედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია არის ბევრი გამოწვევა, ვინაიდან ეს არის უდიდესი და ურთულესი სამინისტრო, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა სფეროა თავმოყრილი. მესმის ოპოზიციის წარმომადგენლებისაც - მათი საქმეა გააკრიტიკონ ხელისუფლება, ამაში ახალი და უჩვეულო არაფერია, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ მივაღწიოთ რეალურ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა კილაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში პლენარულ სხდომაზე უსმენენ. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

რატი იონათამიშვილი: უნდა შევქმნათ გარანტიები, რომ მომავალში არცერთი ბავშვი სიღარიბის ზღვარზე არ იყოს

05.02.2020 21:45

გაერო

Unicef: საქართველოს მთავრობამ 2019 წელს ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი

04.02.2020 20:55

გზის გადაკეტვა

5-6 თებერვლის ვაზისუბნის დასახლებაში გარკვეულ მონაკვეთზე გზა გადაიკეტება

04.02.2020 19:55

გენადი მარგველაშვილი

გენადი მარგველაშვილი: უცხო ქვეყნიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლის მსურველი სტუდენტები უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ

04.02.2020 18:24

ლიფტები

თბილისის სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა

03.02.2020 13:01

ჩინეთის ორი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით მოათავსეს

30.01.2020 17:38

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

16.02.2020 15:33

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE