04 თებერვალი 2020, 20:15 / სანდო წყარო
ნინო ლომჯარია
ფოტო: Facebook
საქართველოს სახალხო დამცველი ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს.
„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს. ბავშვთა დაცვისა და სოციალური სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან. ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, არ არის ორიენტირებული შედეგზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დროულ პრევენციაზე, შესაბამისად, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში, წლების განმავლობაში არ იცვლება. ამჟამინდელი სოციალური პოლიტიკის პირობებში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში პრობლემურია არასრულწლოვნების თუნდაც, ელემენტარული საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი.
განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილება. მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და მხარდამჭერი პროგრამები, რაც უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველ ინფრასტრუქტურულ პირობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს უსაფრთხო, სტაბილური საცხოვრებლით უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.
ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაც, რომლის თანახმადაც, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად განახორციელონ ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული არსებული გამოწვევები, რისკები, საჭიროებები და უზრუნველყოფილი იყოს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ეფექტური, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული დაცვა. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ძირითადი საჭიროებები, გადაიხედოს სოციალური პროგრამების ეფექტურობა და მათი შესაბამისობა არსებულ საჭიროებებთან. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს ადამიანური და ფინანსური რესურსები როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, თვითმმართველობების დონეზე. ამასთან, მოცემულ პროცესში აქტიურად უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გამოცდილება.
სახალხო დამცელი აღნიშნულ პრობლემაზე მრავალი წელია საუბრობს საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში. დღეს ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა.
მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად განახორციელონ ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული არსებული გამოწვევები, რისკები, საჭიროებები და უზრუნველყოფილი იყოს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ეფექტური, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული დაცვა. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ძირითადი საჭიროებები, გადაიხედოს სოციალური პროგრამების ეფექტურობა და მათი შესაბამისობა არსებულ საჭიროებებთან. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს ადამიანური და ფინანსური რესურსები, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, თვითმმართველობების დონეზე. ამასთან, მოცემულ პროცესში აქტიურად უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გამოცდილება“, - წერია განცხადებაში.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
06.02.2020 12:31
04.02.2020 18:24
03.02.2020 12:23
28.01.2020 12:28
23.01.2020 19:54
16.02.2020 15:33
14.02.2020 14:28