„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
მიმდინარე წლის აპრილიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში მათ საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
14.02.2020 14:28
კახეთში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი კაცი დაკბინა. ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაკა ხმალაძე ამბობს, რომ ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა.
14.02.2020 13:06
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ სოფელ შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები, რომლის თვითმკვლელობასთან მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მისი მეუღლეა დაკავებული.
14.02.2020 12:01
ჩინეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, რომელიც გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება, თუმცა პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს.
14.02.2020 11:44
კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღრიცხვის კვანძის და წყალსადენის სისტემის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული კვანძები და ქსელები შეფუთული იყოს.
11.02.2020 14:12
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.
10.02.2020 15:06
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის.
10.02.2020 13:01
აჭარაში დილიდან გამოიდარა, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო გზები მოიყინა. ბათუმში, ქუჩების ნაწილზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია, მიუხედავად ამისა, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს.
10.02.2020 12:53
დასამტკიცებლად მზად არის აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის შედგენისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა დაბა იქნება, მავნე გამონაბოლქვის გარეშე. მასშტაბური პროექტი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.
09.02.2020 22:02