ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი: სპეცოპერაციის ფარგლებში მოპოვებული მასალის დამუშავებაში სუსს აშშ-ის საგამოძიებო სამსახურები დაეხმარნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, შეკითხვაზე თუ როგორ შემოვიდა საქართველოში აჰმედ ჩატაევი, პასუხი გაცემულია. ამის შესახებ მან გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

28.01.2020 23:50

პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს

პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ხელმოწერებია.

28.01.2020 23:34

იოსებ გოგაშვილი: დუმილის დარღვევის დრო დადგა

ახლა კი და დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების თარგმნას და მომზადებას ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორებისთვის გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით და სტრასბურგით დამთავრებული.

28.01.2020 17:20

მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

მისი თქმით, დაცვის მხარე გამოძიების წინაშე ახალი განცხადებებისა და ინიციატივების დაყენების რეჟიმში იყო და ახალ საგამოძიებო მოქმედებებს სთხოვდა პროკურატურას.

28.01.2020 16:40

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ დააჯარიმა

როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური განმარტავს, დაჯარიმების საფუძველი მათი მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა გახდა. საუბარია კამერების ჩანაწერებზე. 

28.01.2020 15:19

მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ფარსი, გამოძიება არც ყოფილა

ეს არის ფარსი. გამოძიება არც ყოფილა. დანარჩენს იურისტები უპასუხებენ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არაფერი უთქვამს. 

28.01.2020 14:55

პროკურატურამ მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, - ამის შესახებ თბილისის პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა. 

28.01.2020 14:24

ვახტანგ გომელაური: უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? რატომ გაუშვეს?

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის პატრულ-ინსპექტორის საქციელი, რომელიც დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გულისხმობს, მიუღებელია. „რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის“, - აღნიშნა გომელაურმა.

28.01.2020 13:37

ვახტანგ გომელაური: თუ პატრულ-ინსპექტორი დანაშაულის მოწმე გახდა და უკანონო ბრძანება მიიღო, დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა გენინსპექციის ან პროკურატურისთვის

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ 6 წლის წინ მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოს შენახვა და ახლა გამოქვეყნება მიუღებელია. 

28.01.2020 13:27

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ორმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, თუმცა ახალი ფაქტობრივი გარემოებების არქონის გამო, პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

27.01.2020 18:01

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE