ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხობში კაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება, ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. აღკვეთ ღოინისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

03.02.2020 14:12

ხაბეიშვილს ზარქუას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ხაბეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ბრალი წარედგინა.

31.01.2020 17:31

ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალი წარუდგინეს

ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში.

31.01.2020 14:54

ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე ექვსივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა. მათივე განმარტებით, 4 დაკავებულები წარსულში ნასამართლევია.

31.01.2020 14:49

პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ბრალი აღიარეს

როგორც პროკურორმა განმარტა, ილია გამგებელის და დავით ქოქიაშვილის აღიარებითი ჩვენება მათ გამოძიების ეტაპზევე მოიპოვეს, თუმცა დღეს ეს დაკავებულებმა სასამართლოს წინაშეც დაადასტურეს.

31.01.2020 14:41

ვინ არის ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შესაძლო დამკვეთი

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის დამკვეთი სავარაუდოდ უკრაინაში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანია, ხოლო შეკვეთილი მკვლელობის მთავარი მოტივი 2016 წელს, ვაკეში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

30.01.2020 17:05

საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესი იმართება, ნიკა გვარამია კი მისი უფლებადამცველია. პროცესის პარალელურად "ევროპული საქართველოს" წევრები სასამართლოსთან აქციას მართავენ.

30.01.2020 13:18

სუსის კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისში დაგეგმილი აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ განაცხადა.

30.01.2020 11:24

იოსებ გოგაშვილი: აჰმედ ჩატაევის ჯგუფი სააკაშვილის და მერაბიშვილის დავალებით შეიქმნა

ექსკლუზიურ მასალაში გოგაშვილი დეტალებზე საუბრობს და რამდენიმე გვარსაც ასახელებს, მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. 

29.01.2020 20:59

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი გამოძიებისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას მოითხოვს

ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ითხოვს, რომ პროკურატურამ თემირლანისა და ახმედ ჩატაევის ან სხვა ტერორისტების კავშირი გამოაქვეყნოს.

29.01.2020 17:08

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE