ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრას შემთხვევით დაესწრო

გენარალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოზე მოსმენისას დაადასტურა, რომ სოლოლაკის ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძის შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ვანო ჩარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო ბიზნეს დავაზე იყო ლაპარაკი.

04.02.2020 14:59

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ადგილობრივები ელექტროსადენებით ცეცხლის გაჩენას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ხანძარის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა შეშის ღუმელი გამხდარიყო. წერეთლის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ხანძარს ღამით ექვსი ადამიანი ემსხვერპლა: ოთხი ბავშვი, ერთი ორსული და მოხუცი ქალი.

04.02.2020 14:14

შოთაძე გადადგომაზე: მინდოდა დაენახა საზოგადოებას, რომ ჩემთვის ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ დღეს საპროკურორო საბჭოსთან განმარტა, თუ რატომ გადადგა 2018 წლის 31 მაისს. მისი განცხადებით, ამ ნაბიჯს არც დღეს ნანობს და მისი გადაწყვეტილება ზოგადად პროკურატურის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა. 

04.02.2020 13:36

თავდაცვის ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს პატიმრობა შეეფარდა

2018-2019 წლებში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა, წინასასამართლო სხდომა კი 26 მარტს დაინიშნა.

04.02.2020 13:20

ირაკლი შოთაძე: პროკურატურისთვის ნდობის ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა

„ნდობის ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა რომლის წინაშეც პროკურატურა დგას. საზოგადოების განწყობას განაპირობებს ის მძიმე მემკვიდრეობა, რაც ამ სისტემას მოჰყვება წარსულიდან“, - ეს განცხადება გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ დღეს საპროკურორო საბჭოში მოსმენისას გააკეთა. 

04.02.2020 12:29

ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტზე ყალბი დასკვნების გაცემის ბრალდებით ორი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა  გურიის რეგიონში მდებარე სერვის-ცენტრებში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.

04.02.2020 11:49

დაკავება

სომხეთში ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში სამართალდამცველებმა 22 წლის გეგამ ს. დააკავეს, რომელმაც ელჩის „მერსედესს“ სარკეები მოხსნა. პოლიცია მოპარულ სარკეებს ეძებს.

04.02.2020 11:37

ირაკლი შოთაძე: ჩემ მიმართ ისმის ბევრი ცრუ ბრალდება, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან მომდინარეობს

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს. როგორც შოთაძემ სხდომაზე განაცხადა, ამ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. 

04.02.2020 11:35

საპროკურორო საბჭო დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენს

საპროკურორო საბჭოს წევრები დღეს გასაუბრებას გენერალური პროკურორობის კიდევ ორ კანდიდატთან ჩაატარებენ. საპროკურორო საბჭო ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ასევე გელა ჩივაძეს მოუსმენს.

04.02.2020 10:34

გიორგი რურუა

გიორგი რურუას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი რურუას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა. თავად გიორგი რურუას ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ.

03.02.2020 17:39