დეკანოზის თქმით, მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები და როგორც საპატრიარქოში აცნობეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მეორე მოკლა, შემდეგ კი მონასტრიდან გაიქცა. „საუბარია რა თქმა უნდა, საერო პირებზე“
05.02.2020 18:34
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცია, რომელიც მონასტერში სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და სასულიერო პირი არ იყო.
05.02.2020 18:07
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას გადმოვარდნილი 26 წლის მუშის მდგომარეობა მძიმეა. imedi.ge-ს ინფორმაციით, ექიმები ამ დრომდე ცდილობენ სასიცოცხლო ფუნქციების დასტაბილურებას.
05.02.2020 17:46
მებაჟე ოფიცრებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის, ასევე პირადი ბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
05.02.2020 15:08
თბილისში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადავარდა, მათგან ერთი დაიღუპა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მუშა პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
05.02.2020 13:35
სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
05.02.2020 10:45
საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს და რამაზ ჩინჩალაძეს გაესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
04.02.2020 20:08
როგორც საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, დღეს სამი ბრალდებულის, ავსტრალიის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ წინასასამართლო სხდომა დასრულდა. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების და დაცვის მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით.
04.02.2020 19:41
27 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის 298 ფაქტი გამოავლინა.
04.02.2020 17:44
უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 46 920 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში (ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე), ლანჩხუთში, ოზურგეთსა, ჩოხატაურში - განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა.
04.02.2020 17:10