მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
06.02.2020 18:18
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
06.02.2020 17:23
თბილისში, ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა. როგორც imedi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდა კაცი. შსს-ში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
06.02.2020 17:00
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერთლის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმები იკითხებიან. მათ შორის არიან „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები, იპოთეკარები და ნოტარიუსი.
06.02.2020 16:23
ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმის გამოძიებისა და საკასაციო სასამართლოში საჩივრის მომზადების პროცესში, თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა. სწორედ ამიტომ ბასილაია მიიჩნევს, რომ თადუმაძეს საქმესთან გარკვეული შეხება ექნებოდა, რაც მის ობიექტურობას გამორიცხავს.
06.02.2020 16:15
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. კანდიდატებს შორის არიან ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.
06.02.2020 15:25
„მოქალაქე მერიის შენობაში შემოვიდა და ყვიროდა, რომ ძმა ჰყავს ქუთაისის საავადმყოფოში და სამკურნალოდ თანხას ითხოვდა. მას დახმარების შესახებ მერიისთვის განცხადებით არ მოუმართავს. ამის შემდეგ მიიყენა სხეულზე თვითდაზიანებები“, - განაცხადეს ფოთის მერიაში.
06.02.2020 14:44
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მორალური ზიანისთვის მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
06.02.2020 12:24
ბრალდებულმა გასული წლის ივნისში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს - 1942 წელს დაბადებულ შ.მ -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
06.02.2020 10:12
საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის 15 კანდიდატიდან სამ კანდიდატს ფარული წესით აირჩევს. სავალდებულოა 1/3 განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს.
06.02.2020 09:11