გენერალური პროკურორობის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატურიდან, რომელთა შორის ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია იყვნენ, საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე შეარჩია და მას დასამტკიცებულად პარლამენტს გადაუგზავნის.
07.02.2020 14:51
გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.
07.02.2020 12:45
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს), გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მომართვის საფუძველზე დაიწყო.
07.02.2020 12:07
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა - მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა - გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
07.02.2020 10:29
პოლიციამ ფოთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 982 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
07.02.2020 10:16
მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.
07.02.2020 08:01
ქვემო ქართლი და ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ. დააკავეს.
06.02.2020 20:57
გორის მუნიციპალიტეტში 1 ადამიანი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. სოფელ ზერტში 60 წლამდე ქალი აბაზანაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
06.02.2020 20:52
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე, 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და იმ დროს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია.
06.02.2020 19:05
თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
06.02.2020 18:19