ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თეა წულუკიანი: ომბუდსმენის წარმომადგენელი ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს, მოიხმარს პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს

ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს, შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში.

21.01.2020 13:33

წულუკიანი ლომჯარიას: სად არის მაგალითი, რომ თქვენ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, სცემენ, წიხლებს ურტყამენ?

„ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე და მე მინდა, ჩემი სიტყვის დასასრულს, გაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლების გაჭირვება, ქალების და კაცების, თუ რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა.

21.01.2020 13:22

ლომჯარია წულუკიანს: სად შევა და ვის შეხვდება, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება

ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი არ არის სად შევა, ვის შეხვდება და რას და როდის აკეთებს სახალხო დამცველი. „მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

21.01.2020 13:15

წულუკიანი ლომჯარიაზე: თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის

წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველი მესამე წელია ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. მისივე თქმით, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, 2019 წელს კი საერთოდ არ ყოფილა.

21.01.2020 12:58

სახალხო დამცველი პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს

ლომჯარიამ ციხეებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, მე-15 დაწესებულების ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ მოქმედი არაფორმალური ლიდერებისთვის, ე.წ. ციხის მაყურებლებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი.

21.01.2020 12:52

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 7 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

20.01.2020 00:06

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE