ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზაზა სარალიძე მკვლელობის მონაწილეებს: ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება

2017 წლის 1-ლი დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის. ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

22.01.2020 15:38

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება

22.01.2020 14:50

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

პროკურორის თქმით, ჯანაშიამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და მასთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია. რა პირობებს მოიცავს საპროცესო შეთანხმება, მას არ დაუკონკრეტებია. უზენაეს სასამართლოში ამ საკითხზე დღეს პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.

22.01.2020 12:45

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისთვის მსჯავრდებულების საქმის განხილვას დღეიდან უზენესი სასამართლო იწყებს

გუგა ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, ისინი დადუნაშვილის ეპიზოდს ასაჩივრებენ და ამისთვის შესაბამისი არგუმენტებიც აქვთ. სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.  

22.01.2020 11:12

სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს თბილისის აეროპორტში 8,1 კგ მარიხუანა აღმოუჩინეს

საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს.

22.01.2020 11:08

სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს ყოველ 10 000 პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 65-70 იყო, ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 20-ზე ჩამოვიყვანეთ

სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება. მათ დაავალეს სახელმწიფოს, რომ პატიმრისთვის გვემკურნალა, ხელისუფლებამ კი ის გაათავისუფლა და სტრასბურგის სასამართლოს უპასუხა, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობს.

21.01.2020 23:08

პროკურატურამ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალდება დაუზუსტდა და წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

21.01.2020 21:50

თეა წულუკიანი ომბუდსმენის ანგარიშზე: თუ ვინმე ზაფხულში დანაშაულს შეესწრო, ამის შესახებ იანვარში არ უნდა საუბრობდეს

წულუკიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ვალდებული იყო, ეცნობებინა საგამოძიებო ორგანოსთვის იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რომელსაც მისი თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებაში შეესწრნენ.

21.01.2020 21:27

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა

თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების ამსახველი ვიდეო აჩვენა.

21.01.2020 14:48

პარლამენტში იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან.

21.01.2020 13:37

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE