მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვიციანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა.
14.02.2020 14:57
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო და 1 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი: 97 აბი „სუბუტექსი“, „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, 5 აბი „ექსტაზი“ და 1 შეკვრა „მდმა“.
14.02.2020 10:00
საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
14.02.2020 08:20
იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ მართლმსაჯულების პროცესი დაკავშირებულია სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვასთან, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ გიგი უგულავას საქმეზე ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.
11.02.2020 22:36
გვარამიასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი. გამოძიება გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.
11.02.2020 14:41
უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
11.02.2020 10:25
გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ადვოკატმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა. ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეს ევროპულ სასამართლოში წაიღებენ და ბიძინა ივანიშვილს დიდი სამართლებრივი ფასის გადახდა მოუწევს.
10.02.2020 22:07
შსს-ს ცნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, გიორგი უგულავა დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში.
10.02.2020 21:22
მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი ავთანდილ წერეთლის გარეშე ვერ გაგრძელდება, შესაბამისად დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადადო. სხდომა 25 თებერვალს გაიმართება. ავთანდილ წერეთელი რამდენიმე დღეა საავადმყოფოში იმყოფება.
10.02.2020 13:01
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი დღევანდელ პროცესზე 5 მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, მათ შორის დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის, რომელიც, მისივე თქმით, საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
10.02.2020 12:58