ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბათუმის მერიასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურია ბათუმის მერიასთან, სადაც მოძრაობა "გაბედე" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" აქციას მართავს. მათ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. აქციის მონაწილეები პროპორციული სისტების ჩავარდნას აპროტესტებენ. .

06.02.2020 11:10

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა დღეს ისევ დაიკეტოს

პუნქტი 24 იანვარს იმ პენსიონერებისთვის გაიხსნა, ვინც საქართველოს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ პენსიას იღებს. მანამდე მათ ამის შესაძლებლობა 4 სექტემბრის შემდეგ არ ჰქონიათ.

06.02.2020 10:37

გაწმენდითი სამუშაოების დროს ანაგაში მუშა დაშავდა

კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა. აქვს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა. დაშავებული ჯერ წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში.

06.02.2020 10:29

ბათუმის მერიასთან მოძრაობა "გაბედესა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქცია მიმდინარეობს

ბათუმის მერიასთან მოძრაობა "გაბედესა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი უნდა მოუწყონ. აქციაზე შეკრებილები საარჩევნო სისტემას აპროტესტებენ.

06.02.2020 10:19

ზვავსაშიშროების გამო, დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

05.02.2020 22:49

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

05.02.2020 22:27

რეგიონებში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის მუზეუმმა უმასპინძლა.

05.02.2020 17:32

შუახევის სოფელ ბუთურაულში მეწყერი ჩამოწვა

უხვი ნალექის შედგეგად მცირე მეწყერი განვითარდა სოფელ ბუთურაულში. შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. სტიქიის ადგილი შუახევის მერმა ფროდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

05.02.2020 15:51

მესტიაში ჭუბერის თემის ხაიშთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გაიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის ხაიშთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გახსნილია. ამის შესახებ imedi.ge-ს ჭუბერის თემის რწმუნებულმა გოგა ჩხეტიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ასევე გაწმენდილია, რშკურიშის, ლარილარისა და ლახამის შიდასასოფლო გზები.

04.02.2020 16:33

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე თოვლჭყაპის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 15 წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ადგილზე მობილიზებულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადა, ასევე საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

04.02.2020 16:17