ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
თოვლი ბათუმი

ძლიერმა თოვამ ბათუმი-ქობულეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა

საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია ბათუმშიც. თოვს მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსალოდნელი დიდთოვლობის და ყინვების გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეიქნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

09.02.2020 18:38

ხარაგაული

ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მდინარე ჩხერიმელამ, ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან, დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ ორ საყრდენს ძირი გამოუთხარა.

08.02.2020 15:05

დიდთოვლობის გამო ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის და დაბალი ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

07.02.2020 23:55

გურიის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 9 სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს. შსს-ს ცნობით, ამჯერად, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 9 ლოკაციაზე ამოქმედდა. 

07.02.2020 15:37

ქობულეთი

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ოჯახი გამოასახლეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლაძეების ოჯახი გამოასახლეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პაატა შამუგიას განცხადებით, ბიუროს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ გამოსახლება გადაედო.

07.02.2020 14:30

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში საპროტესტო აქციას მართავენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას დედოფლისწყაროში მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას ამოღებული ნავთობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ. ისინი სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას და უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

07.02.2020 11:04

ბათუმის საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის თანახმად, საზღვაო სასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ, განხორციელდება გაცვლითი პროგრამებიც. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო საზღვაო პროფესიული სასწავლებელი ცნობილია თავისი მაღალტექნოლოგიური გარემოთი და სწავლის მაღალი დონით.

07.02.2020 10:59

კობი-გუდაურის გზაზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის გზაზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

07.02.2020 10:05

ოზურგეთში საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა

ცენტრი ერთდროულად 4000-მდე საქონლის მიღებას შეძლებს. პროექტის ინვესტიცია 10 მილიონი ლარია. ცენტრში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტს „აგრო პრაიმი“ ახორციელებს.

06.02.2020 14:06

დავით ბაციკაძე: უხერხულია, სააკაშვილის პარტიის წევრები, ვინმეს მონას რომ ეძახიან

შენობიდან გამოსულ დეპუტატს დავით ბაციკაძეს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

06.02.2020 12:00

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE