აშშ-ში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
08.02.2020 08:23
აშშ-მა სანქციები დაუწესა ვენესუელას ავიაკომპანია Conviasa-ს. სანქციების თანახმად, ავიაკომპანიის 40 თვითმფრინავი „შავ სიაში“ მოხვდა. ინფორმაციას აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახური ავრცელებს.
08.02.2020 00:32
„ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას“, - ჩიორა თაქთაქიშვილმა Facebook-ზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
08.02.2020 00:06
ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და ასევე USAID-ში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ და ძლიერად დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აშშ-სგან აქვს.
07.02.2020 23:06
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს. მხარეებმა, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
07.02.2020 22:12
მისი თქმით, აშშ-ში კითხვები გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ. „ჩვენ აქ ჩამოვედით კონკრეტული გეგმით, კონკრეტული წინადადებებით, რომელიც აქ ჩამოსვლამდე ოპოზიციისთვისაც ცნობილი იყო და ჩვენ ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ.
07.02.2020 21:30
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება, ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში, თუ იქნება ეს დესტრუქციული ძალები, ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის მხრიდან სრული მხარდამჭერა აქვს.
07.02.2020 21:10
„საარჩევნო სისტემის შერეული მოდელი 100/50 ჩვენთვის არის მიუღებელი, რადგან ის არ ცვლის სისტემას. კომპრომისი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რომ მაქსიმალურად იყოს მიახლოებული პროპორციულობასთან ის მოდელი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
07.02.2020 20:10
ბოკერიას თქმით, ინფორმაცია მხოლოდ ორი შეხვედრის შესახებ აქვს, რომელიც სენატორ შაჰინთან და რიშთან და შემდეგ ადამთან გაიმართა. ბოკერიას განცხადებით, ამ შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რამაც საქართველოს მეგობრების უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია.
07.02.2020 20:00
არჩილ თალაკვაძემ ბროკ ბირმანს მადლობა გადაუხადა USAID-ის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ბროკ ბირმანის განცხადებით, საქართველოს USAID-ის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა მომავალშიც ექნება.
07.02.2020 19:38