ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტისას ვთქვით, რომ ანაკლიის პროექტი გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა და აუცილებლად განხორციელდება

„ჩვენ აშშ-ში ვიზიტისას ცალსახად ვთქვით, რომ ანაკლიის პროექტს ჩვენთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მომავალში აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა „იმედის“ „შაბათის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

08.02.2020 21:20

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტზე: ერთია როგორი კითხვები მოდიოდა შეხვედრის დასაწყისში და შემდგომ კომუნიკაციის შედეგად განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ შტატებში მისი ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, პარტნიორებთან შეხვედრები საკმაოდ შინაარსიანი გამოდგა. 

08.02.2020 20:31

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი კოლეგებისგან, რომ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა რეფორმებში, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, დასკვნის მიხედვით გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ეუთოს და ოდირისთვის მიუღებელია.

08.02.2020 16:54

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი ყავლგასული პოლიტიკოსია

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა - ყავლგასული პოლიტიკოსია“, პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის მიერ „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირადი შტაბის გახსნის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. 

08.02.2020 15:25

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შევძელით შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტების და გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ

„ძალიან კონსტრუქციული და კარგი ვიზიტი იყო, საქმიანი მიზნებით. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტების და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი „ამერიკის ხმის“ სატელევიზიო ეთერში.

08.02.2020 14:59

ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზების განხილვას არ აპირებს

ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზების განხილვას არ აპირებს. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლები „ქრონიკასთან“ საუბრობენ. „ევროპელი დემოკრატების„ ლიდერის, პაატა დავითაიას თქმით, თუ დიალოგი ვერ შედგება, ოპოზიცია შეიკრიბება და მოქმედების რამდენიმე ვარიანტი განიხილება. 

08.02.2020 14:41

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირად შტაბს ხსნის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირად შტაბს ხსნის. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

08.02.2020 11:44

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტეროტორიაზე სკოლის დირექტორების გათავისუფლება ადასტურებს, რომ ახალგორში საოკუპაციო რეჟიმი რეპრესიებს ატარებს

„ის რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში“, - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ახალგორის პირველ საშუალო სკოლაში მომხდარ ფაქტს აფასებს. 

08.02.2020 10:52

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას ეხმაურება და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე.

08.02.2020 09:27

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძემ ყველას აჩვენა, რომ თანამდებობა მისთვის არაა მთავარი

როდესაც საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდათ პროკურატურასთან და პირადად ირაკლი შოთაძესთან, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და თანამდებობას ჩამოშორდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

08.02.2020 08:47

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE