ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: მე ბავშვები ვიცი, ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები

„პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

10.02.2020 20:12

გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას უარყოფს

„წავედი მარტო დალაი-ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ?! რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს, ყველაფერს რატომ უსმენთ?! როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის კონფლიქტი და მერე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ეს ვიღაცამ იცის და არ მივმართე პარტიას?!“, - აღნიშნა ვაშაძემ. 

10.02.2020 15:01

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი: კინზინგერის განცხადებამ ჩვენი ოპონენტების სურვილი და მიზანი გააქარწყლა

კინზინგერმა აღნიშნა, რომ პროტესტი არის ნორმალური მოვლენა, თუმცა ის უნდა იყოს მშვიდობიანი და კანონის ჩარჩოებში მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ნებისმიერი ვარიანტი, ეს იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ან სხვა ნებისმიერი საკითხი, განხილვას, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან და კონსტიტუციურ ჩარჩოებში ექვემდებარება.

10.02.2020 15:00

გიორგი ვაშაძე: შეიძლება მაჟორიტარული კომპონენტების სიმბოლურად შენარჩუნება განვიხილოთ

მისი თქმით,  „ახალი საქართველო“ და „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია"-ს  ყველა სუბიექტი შეხვედრაზე მივა. „ჩვენთვის პრინციპულია ერთი რამ - ჩვენ მანდატებით არ ვვაჭრობთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

10.02.2020 13:27

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

სამუშაო ჯგუფი უკვე შეთანხმდა, რომ აუცილებელია საკონსულტაციო და საინფორმაციო სპეციალური ცხელი ხაზის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, ხოლო ბავშვებს და ოჯახებს შესაბამის უწყებებთან სწრაფ კომუნიკაციაში. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1-ლი ივნისიდან შევა.

10.02.2020 13:02

არჩილ თალაკვაძე ადამ კინზინგერს მადლობას უხდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენს, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს მადლობას უხდის. ამის შესახებ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.

10.02.2020 12:52

ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი: აუცილებელია საპროტესტო აქციებმა შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა

დემოკრატია არაა ადვილი და იმ დროს, როცა საპროტესტო აქციები თავისუფალ ქვეყანაში ნორმალურია, აუცილებელია, მან შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა, - ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი წერს.

10.02.2020 09:32

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილის ადგილზე ოჯახს დავუბრუნდებოდი და მსოფლიოში ვიმოგზაურებდი

ვანო მერაბიშვილი როდესაც ჩასვეს, ასეთი iPhone არ არსებობდა, მსოფლიო სხვა იყო, ამიტომ მის ადგილზე ოჯახს დავუბრუნდებოდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა კითხვაზე, უხელმძღვანელებს თუ არა მის პირად შტაბს ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

10.02.2020 09:08

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია ჩემთანაა დაკავშირებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია სწორედ მას უკავშირდება.

10.02.2020 09:00

ევროპარლამენტი

საქართველოს დელეგაცია ხვალ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს დელეგაცია ხვალ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გამართავს. საუბრის მთავარი თემა შიდა პოლიტიკური საკითხები იქნება. ვიზიტის მიზანია ასევე პარტნიორ ევროპულ პარტიებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

10.02.2020 08:35

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE