კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტში ძალიან დიდი ყურადღებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, იქნება აუცილებლად გამჭვირვალე და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცება შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა, გააცნოს მოსახლეობას და აწარმოოს საარჩევნო კამპანია.
11.02.2020 19:32
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკოსი დათანხმდებოდა 48 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას. მისივე თქმით, ბიუჯეტში გადამხდელების მიერ შეტანილი სახსრები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მიზნებისთვის დაიხარჯა, რაც უმძიმესი დანაშაულია.
11.02.2020 19:03
საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ფილიპ რიკერს შეხვდა.
11.02.2020 18:31
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყანაში არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას საპროტესტო აქციის ჩატარებას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა თუ ისინი გასცდებიან კანონის ჩარჩოებს, შესაბამის პასუხს მიიღებენ.
11.02.2020 17:58
უნდა ვცადოთ საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის და მათი მექანიზმების გამოყენების გზით რომ ვათქმევინოთ ხელისუფლებას, აპირებენ თუ არა ისინი ფორმალურად მაინც რაიმე კომპრომისზე წასვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.
11.02.2020 17:46
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლა სურდა და გიგი უგულავას დაკავება სწორედ ამას ემსახურებოდა. ამის შესახებ ბურჯანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციის ჩატარებაზე შეთანხმდა.
11.02.2020 17:35
მისი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. საკითხზე მსჯელობა ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, შემდეგ კი შოთაძის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. უმრავლესობის წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ მას მხარს დაუჭერენ.
11.02.2020 11:28
მისი თქმით, გიგი უგულავას დაკავება კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს და ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდეს. “საჭიროა ერთმანეთს არ დაუყენონ კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში, აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე", - აღნიშნა ვაშაძემ.
11.02.2020 11:10
„გავაგრძელებთ ამ დისკუსიას, რომ ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მომავალში პროცესის გაგრძელება“. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
10.02.2020 20:52
„მითხრან დრო და მე თვითონ მივალ „მატროსოვის ციხესთან“, რომ აქ ზედმეტ ნერვიულობას არ ჰონდეს ადგილი“,- ამ სიტყვებით გამოვიდა „ევროპული საქართველოს“ ოფისში მყოფ ჟურნალისტებთან გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა.
10.02.2020 20:15