ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ტომაშ პეტრჟიჩეკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრჟიჩეკის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. მისივე თქმით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიალოგიც დემოკრატიის ნაწილია და არსებობს საკითხები, რომლებზეც კონსენსუსია საჭირო.

14.02.2020 14:15

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე: დიალოგი შეიძლება გქონდეს ეშმაკთანაც, თუ ეს შენს ქვეყანას სჭირდება

ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია, დიალოგი შეიძლება, მტერთანაც გქონდეს, - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

14.02.2020 14:00

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს საერთაშორისო პრესის გამოყენებით გააჟღეროს თავისი პოზიციები

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტატია, რომელიც სააგენტო Bloomberg-მა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე გამოაქვეყნა, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

14.02.2020 12:55

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ის დადებითი თუ კრიტიკული, ეს ჩვენი მეგობრების აზრია

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნებისმიერი კონგრესმენის შეფასება, იქნება ეს დადებითი განცხადება, თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების აზრია და ხელისუფლება მზად არის ყველა მთავარ საკითხზე სასაუბროდ.

14.02.2020 12:19

გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი მიუნხენში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.

14.02.2020 09:00

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარებს ერთადერთი კითხვა აქვთ, რატომ მოხდა ეს საარჩევნო წელს

გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

12.02.2020 00:07

ანა დოლიძე

ანა დოლიძე: გასაუბრებების დანიშვნის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრებს გვიან გვატყობინებენ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით სხდომების ჩანიშვნის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის გვიან ხდება ცნობილი. მისივე თქმით, თუ გასაუბრებებს საბჭოს არამოსამართლე წევრები არ დაესწრებიან, ეს პროცესი ვერ იქნება სრულყოფილი.

11.02.2020 23:46

სვენ მიკსერი

სვენ მიკსერი: იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები განაახლებენ მოლაპარაკებებს

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია. ძალიან შემაშფოთებელია, რომ დიალოგის პროცესი შეწყდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის მონაწილე პოლიტიკური პარტიები განაახლებენ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებელმა სვენ მიკსერმა განაცხადა.

11.02.2020 23:30

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციამ უგულავას განაჩენი მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის საბაბად გამოიყენა

პარლამენტის შტურმით აღების მცდელობის შემდეგ ოპოზიციური ძალები იძულებულები გახდნენ, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუმცა ყველა ამ შეხვედრაზე ისინი ეძებდნენ საბაბს, რომ გასულიყვნენ ამ პროცესიდან. უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მათ სწორედ ასეთ საბაბად გამოიყენეს, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

11.02.2020 23:03

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: კარგი იქნება, თუ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას კეთილგონიერებისკენ მოუხმობენ

გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია დათანხმდება ჩვენს წინადადებაზე და ამაში ძალიან სერიოზული როლის შესრულება შეუძლიათ დასავლელ პარტნიორებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

11.02.2020 21:32

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE