24 იანვარი 2020, 15:30 / სანდო წყარო
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
სტრასბურგში გამართულ ღონისძიებაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდობის საკითხის შერჩევას მაღალი შეფასება მისცეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც იყო - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“.
ღონისძიება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი გივიაშვილმა გახსნა. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის საკითხების პრიორიტეტულობას ევროპის საბჭოსთვის და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ამ კუთხით ორი მიმართულებით მუშაობს - ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაიზარდოს ახალგაზრდების აქტიურობის შესახებ ცნობადობა.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. გენერალური მდივანი მიესალმა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობამ თავის პრიორიტეტად შეარჩია ახალგაზრდობის თემატიკა.
გენერალური მდივნის მოსაზრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამი ძირითადი ღირებულების - ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.
გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდებისთვის განათლების უფლებისა და სოციალური უფლებების მიღების შესაძლებლობის შექმნაზე. ამ კუთხით გენერალური მდივანი მიესალმა ახალგაზრდობის სექტორში 2030 წლის სტრატეგიის მიღებას და განაცხადა, რომ სტრატეგიის ძირითადი მიზანია, შექმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც ახალგაზრდების წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.
შეხვედრის მონაწილეებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ეროვნულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სააგენტოს როლზე.
მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ახალგაზრდობის სექტორში გატარდა და მოახდინა ამ მიმართულებით სამთავრობო უწყებების ფუნქციების გაერთიანება. მისი თმით სწორედ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობით არის შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.
შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაციები გააკეთეს ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდობის ერთობლივი საბჭოს თავმჯდომარემ, ანია ოლინ პაპმა; ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა, ვილი მაიამამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალგაზრდა დელეგატების ყოფილმა წარმომადგენელმა და SAY (მდგრადობა და ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ) დამფუძნებელმა, ნილს დე ფრაგიემ. გამომსვლელებმა ისაუბრეს ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაზე.
შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა. დელეგაციები მიესალმნენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად საქართველოს მიერ ახალგაზრდობის საკითხის განსაზღვრას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
29.01.2020 17:41
28.01.2020 11:15
22.01.2020 14:41
22.01.2020 12:29
21.01.2020 23:46
20.01.2020 17:46
16.02.2020 15:30